ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის .
Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.
Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
როგორ დავარეგისტრიროთ მოსწავლე?
ჩვენ უკვე შევქმენით ჯგუფი მე-6 კლასი და გვინდა ამ ჯგუფში მოვიწვიოთ მოსწავლეები. ამისათვის ისეინი უნდა დავარეგისტრიროთ ვებ-გვერდზე edmodo.com როგორც მოსწავლეები. მოსწავლეს რეგისტრაციისათვის სჭირდება ჯგუფის კოდი, რომელსაც აძლევს მასწავლებელი. როგორ და სად შეგვიძლია კოდის ნახვა? გავხსნათ ჯგუფი მაგალითად, მე-6 კლასი და ჩანართიდან Group Code ამოვიწეროთ ჯგუფის კოდი.
ვირტუალურ საკლასო ოთახში მოსწავლის რეგისტრაციისათვის ავირჩიოთ ღილაკი I’m a Student და შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ველში Group Code შევიტანოთ იმ ჯგუფის კოდი, რომელსაც აძლევს მასწავლებელი. (ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე დავაკოპირეთ მე-6 კლასის ჯგუფის კოდი).
ველში User name - შეიტანეთ მომხმარებლის სახელი
ველში Password - შეიტანეთ პაროლი
ველში Email - შეიტანეთ მოსწავლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუმცა მისი შეტანა მოსწავლისათვის სავალდებულო არაა.
ველში First name - შეიტანეთ მოსწავლის სახელი
ველში Last name - შეიტანეთ მომხმარებლის გვარი
ჩართეთ ღილაკი, რომ თქვენ და თქვენი მშობელი ეთანხმებით რეგისტრაციის წესებს და დააჭირეთ ღილაკს Sign Up.
გილოცავთ, თქვენ ხართ მე-6 კლასის ჯგუფის წევრი და თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჯგუფში იყო გამოქვეყნებული. მოსწავლეს აქვს უფლება ჯგუფში გააგზავნოს შეტყობინება და მიუერთდეს სხვა ჯგუფს ღილაკით მიმატება. Join Group დიალოგურ ფანჯარაში შეიტანეთ ჯგუფის კოდი და ღილაკით Ok დააფიქსირეთ ჯგუფთან მიერთება.