ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის .
Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.
Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
როგორ გამოვაქვეყნოთ შეტყობინება?
ვირტუალურ საკლასო ოთახში შეტყობინების გამოქვეყნება შეგიძლიათ ჩანართიდან Note. ვთქვათ მოსწავლეს მიეცით ისეთი დავალება, რომლის შესასრულებლად აუცილებელია მითითება და დამატებითი ელექტრონული რესურსის გადაგზავნა. ამისათვის, Type your note here ველში აკრიფეთ ტექსტი-მითითება, ღილაკით File აირჩიეთ Desktop - სამუშაო მაგიდიდან ფაილი, ამ შემთხვევაში პრეზენტაცია. Type the name or group, student, or teacher ველში შეიყვანეთ ან აირჩიეთ ჯგუფის დასახელება ვისაც გინდათ, რომ გადაუგზავნოთ პრეზენტაცია, მაგალითად მე-6 კლასი და ღილაკით Send დაადასტურეთ ინფორმაციის ჯგუფში გადაგზავნა. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გადაუგზვანეთ ჯგუფს მითითება და პრეზენტაცია, რომლის გახსნაც და ჩამოტვირთვაც ჯგუფის ნებისმიერ წევრს შეეძლება. საინტერესო ინტერნეტ მისამართების გამოქვეყნება ჯგუფში შეგიძლიათ ვებ-ბმულის გამოყენებით. ამისათვის გახსენით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი tpdc.ge დააკოპირეთ ვებ-გვერდის მისამართი და გადადით ჩანართზე edmodo.com. ჩანართში Note აირჩიეთ ღილაკი Link. ჩასვით ბმული Paste ბრძანებით. Title of the web page გამოჩნდება ვებ-გვერდის დასახელება, Attach ღილაკით მიამაგრეთ ბმული შეტყობინებას. Type your note here ველში შეიტანეთ ინფორმაცია ვებ-გვერდის შესახებ, Type the name or group, student, or teacher ველში შეიყვანეთ ან აირჩიეთ ჯგუფის დასახელება, რომელშიც გინდათ გადააგზავნოთ შეტყობინება და ღილაკით Send დაადასტურეთ ინფორმაციის ჯგუფში გადაგზავნა.