ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
00:02:41
00:02:17
00:00:46
00:01:51
00:02:27
00:02:02
00:11:47
Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის .
Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან.
Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
რა არის Edmodo -ს ბიბლიოთეკა?
ელექტრონული ბიბლიოთეკა XXI საუკუნის ცნებაა, რომელიც წარმოადგენს ელექტრონული რესურსების საცავს. Edmodo-ს ბიბლიოთეკა საშუალებას აძლევს მასწავლებელს ატვირთოს და შეინახოს საქაღალდეებში ელექტრონული წიგნები, პრეზენტაციები, აუდიო და ვიდეო ფაილები. მათი გადაგზავნა შესაძლებელია ჯგუფებში მოსწავლეებთან.
როგორ ავტვირთოთ ფაილი Edmodo-ს ბიბლიოთეკაში?
მთავარი მენიუდან ავირჩიოთ ღილაკი Library. გაიხსნება ჩემი ბიბლიოთეკა, სადაც დაინახავთ ჩემს მიერ უკვე ატვირთულ ინფორმაციას. ინფორმაციის ორგანიზებისათვის Edmodo-ში შეგიძლიათ შექმნათ საქაღალდეები. ამისათვის მენიუს ზოლიდან ავირჩოთ ღილაკი Folder. ღილაკზე New Folder დაწკაპუნებით გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში შეიტანეთ საქაღალდის დასახელება, მაგალითად პრეზენტაციები და ღილაკით Create დაასრულე საქაღალდის შექმნის პროცესი. Edmodo-ს ბიბლიოთეკაში საქაღალდე პრეზენტაციები შეიქმნა. მოდით ავტვირთოთ ფაილი პრეზენტაციების საქაღალდეში. ამისათვის გავხსათ საქაღალდე და მასში ავტვირთოთ ფაილი ღილაკით Add to Folder. გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ Upload Files ღილაკი. კომპიუტერში მოძებნეთ და მონიშნეთ სასურველი ფაილი, რომლის ატვირთვაც თქვენ გჭირდებათ. ფაილის ატვირთვის პროცესის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Add, რომელიც უზრუნველყოფს ფაილის გადატანას საქაღალდეში პრეზენტაციები.
როგორ წავშალოთ ფაილი ან საქაღალდე Edmodo-ს ბიბლიოთეკიდან?
გადავიდეთ ბიბლიოთეკის ძირითად კატალოგში Library Items. მონიშნეთ წასაშლელი ფაილი ან საქაღალდე და გამოსულ მენიუში აირჩიეთ ღილაკი Delete. დიალოგურ ფანჯარაში Delete Recourse დაადასტურეთ, რომ ნამდვილად გინდათ ამ ფაილის წაშლა ღილაკით Delete და ფაილი წაიშლება თქვენი საქაღალდიდან.