ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo

Edmodo ეს არის უფასო საგანმანათლებლო, უსაფრთხო, პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის . Edmodo- ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან. Edmodo-ს მარტივი ინტერფეისი, ნაცნობი გარემო(სოციალური ქსელი) და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ინტერესს უღვივებს მათ გაერთიანდნენ ვირტუალურ საკლასო ოთახში და შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, გაეცნონ პრეზენტაციებს, შეარულონ ტესტები, მიიღონ ჯილდოები.
როგორ შევქმნათ ტესტები Edmodo-ში? ესგ მიხედვით ყველა საგანში დაწესებულია შემაჯამებელი სამუშაოების განსაზღვრული რაოდენობები, რაც მიზანად ისახავს მოსწავლის ცოდნის გაზომვას მისაღწევ შედეგებთან მიმართებაში. ვირტუალურ საკლასო ოთახში შესაძლებელია წინასწარ მოამზადოთ ტესტები, რომელშიც შეგიძლიათ შეიტანოთ 5 ტიპის შეკითხვა და გადააგზავნოთ ჯგუფში. ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოსწავლეც და მასწავლებელიც ნახავს ტესტის ქულას. ტესტის შექმნა და გადაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებლებისათვის. ტესტებზე მუშაობის დასაწყებად ჩანართიდან Quiz აირჩიეთ ღილაკი Create a Quiz. გამოსულ გვერდზე სათაურის ველში Untitled quiz -ის ნაცვლად დააფიქსირეთ ტესტის დასახელება, მაგალითად ისტ-6 კლასი. Time Limit ველში დააფიქსირეთ ტესტისათვის განკუთვნილი დრო, მაგალითად ავიღოთ 40 წთ. Type ველში შეარჩიეთ შეკითხვის სასურველი ტიპი: 1. Multiple Choice -არჩევით პასუხიანი შეკითხვა, ეს არის დახურული ტიპის კითხვა; 2. True False - მცდარია ან ჭეშმარიტი; 3. Short Answer - ღია ტიპის შეკითხვა, რომელიც უნდა გაასწოროს მასწავლებლმა; 4. Fill in the blank - ჩასვი გამოტოვებული სიტყვა; 5. Matching - შესაბამისობა. ტესტის პირველი შეკითხვისთვის შევარჩიოთ Multiple Choice ტიპის შეკითხვა და ღილაკით +Add Firs Question დავაფიქსიროთ პირველი შეკითხვა. შეკითხვების ველში Question Prompt შეიტანეთ შეკითხვა, მაგალითად: Windows-ის ძირითaდ ეკრანს ჰქვია. Responses პასუხების ველში დააფიქსირეთ სავარაუდო პასუხები. Edmodo ავტომატურად გთავაზობთ პასუხების A და B ველს. A ველში შეიტანეთ კლავიატურა, B ველში შეიტანეთ სამუშო მაგიდა. პასუხების C ველი დავამატოთ ღილაკით Add Response. გაიხსნება პასუხების C ველი, რომელშიც შევიტანოთ მესამე სავარაუდო პასუხი: ამოცანათა პანელი. ავტომატურად სწორი პასუხის A ველი მწვანედაა შეღებილი. ჩვენს შემთხვევაში სწორი პასუხია სამუშაო მაგიდა, ამიტომ ღილაკით Set as Correct Answer დავაფიქსიროთ სწორი პასუხი. პირველ შეკითხვაზე მუშაობა დასრულებულია და ავტომატურად Points ველში განსაზღვრულია მისი ქულა 1. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ ქულის რაოდენობა მაგალითად, 2. მარცხენა პანელზე მიმატება ღილაკით დავამატოთ მეორე შეკითხვა. მეორე შეკითხვისთვის Type ველიდან შევარჩიოთ True False ტიპის შეკითხვა Question Prompt ველში შეიტანეთ შეკითხვა: ინფორმაციის საზომ ერთეულს ბაიტი ეწოდება. პასუხების ველში Correct Answer პასუხების ჩამონათვალიდან დავაფიქსიროთ თქვენს მიერ შეტანილი მოსაზრება მცდარია თ ჭეშმარიტი True ან False. True - ნიშნავს ჭეშმარიტს და False ნიშნავს მცდარია. ჩვენს შემთხვევაში მოცემული მოსაზრება მცდარია, ამიტომ ვაფიქსირებთ True. მესამე შეკითხვის დასამატებლად Questions პანელიდან დავაჭიროთ მიმატებას და Type ველიდან შევარჩოთ ღია ტიპის კითხვა Short Answer. ველში Question Prompt შევიტანოთ შეკითხვა, მაგალითად დაასახელე ინფორმაციის შემტანი მოწყობილობები. ეს არის ღია ტიპის შეკითხვა, რომელსაც სწორი პასუხი არ მიეთითება. ამ ტიპის კითხვას ასწორებს მასწავლებელი. ღია ტიპის შეკითხვისთვის განვსაზღვროთ Points ველში ქულა, მაგალითად 4. მეოთზე შეკითხვის დასამატებლად Questions პანელიდან მიმატება ღილაკით დავამატოთ მეოთხე ტიპის შეკითხვა Fill in the blank ჩასვი გამოტოვებული სიტყვა. გამოტოვებული სიტყვის მითითება შესაძლებელია კლავიშების კომბინაციით Shift+”-“.მაგალითად, გვინდა დავსვათ შეკითხვა: ტექსტურ რედაქტორში ინფორმაციის შესანახად ბრძანება Save გამოიყენება, სადაც Save სიტყვა იქნება გამოტოვებული. შეკითხვის ველში მითითებული კითხვა გამოჩნდება ქვედა ნაწილში, სადაც გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად დაფიქსირდება ოთხკუთხედი, რომელშიც უნდა შევიტანოთ სწორი პასუხი, მაგალითად - Save. მეხუთე შეკითხვის დასამატებლად Questions პანელზე ავირჩიოთ ღილაკი მიმატება, Type ველში შევარჩიოთ ახალი ტიპის შეკითხვა Matching. მოცემული ინსტრუქციის თანახმად მასწავლებელს ევალება მარცხენა დ ამარჯვენა ველში სწორად შეიტანოს ინფორმაცია. მოსწავლე ამ ტიპის შეკითხვაში პასუხებს მიიღბს არეულად და მას ევალება მარჯვენა ველი შეუსაბამოს მარცხენა ველს. მაგალითად, მარცხენა ველში ჩამოვწეროთ ინფორმაციის საზომი ერთეულები: კილობაიტი, ბაიტი, მეგაბაიტი. მარჯვენა ველში შევიტანოთ შესაბამისობა: კილობაიტი - 1024 ბაიტი; ბაიტი - 8 ბიტი; მეგაბაიტი - 1024 კილობაიტი. Add ღილაკით შეგვიძლია დავამატოთ მეოთხე შესაბამისობა. მაგალითად: გიგაბაიტი, რომელსაც შეესაბამება 1024 მეგაბაიტი. თითოეული შესაბამისობისთვის განსაზღვრულია 1 ქულა და ჯამში შეადგენს 4 ქულიან კითხვას. ღილაკით Preview დავტესტოთ ჩვენს მიერ შექმნილი ტესტი მოსწავლის სტატუსით. თუ ტესტის შექმნის პროცესში დაშვებული გვაქვს შეცდომა სათაურის ზოლში წითლად გამოჩნდება შეტყობინება შეცდომის შესახებ. დავიწყოთ ტესტზე მუშაობა ღილაკით Start Quiz. მაუსით დააფიქსირეთ სწორი პასუხი და გადადით შემდეგ შეკითხვაზე. მესამე კითხვაში შეიტანეთ სწორი პასუხი კლავიატურიდან. მეოთხე კითხვაში ჩაწერეთ გამოტოვებული სიტყვა. მეხუთე კითხვაში მარჯვენა მხარეს მოცემული ინფორმაცია მაუსის გამოყენებით შეუსაბამეთ მარცხენა მხარეს მოცემულ ინფორმაციას და სწორი პასუხი დააფიქსირეთ ღილაკით Save. ყურადღება მივაქციოთ ტესტისთვის განკუთვნილ დროს. დროის ამოწურვამდე შეგვიძლია დაუბრუნდეთ გავლილ საკითხებს და შეცვალოთ პასუხები საჭიროების შემთხვევაში. ტესტზე მუშაობის დასრულება დავაფიქსიროთ დროის ამოწურვამდე ღილაკით Submit Quiz. ტესტის დასრულებამდე კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროთ ნამდვილად გსურთ თუ არა ტესტზე მუშაობის დასრულება და ღილაკით yes ვეთნახმებით. გამოსულ გევრდზე დავაფიქსიროთ ჩვენი განწყობა ტესტის მიმართ და დავათვალიეროთ შედეგები ღილაკით View Results. მარცხენა QUESTIONS პანელზე მწვანედ შეღებილია სწორი პასუხები. მესამე კითხვა ღია ტიპისაა და მას ასწორებს მასწავლებელი, მას შემდეგ როცა მოსწავლე რეალურად იმუშავებს ამ კითხვაზე. თუ კითხვა წითლად იქნებოდა შეღებილი, ეს ნიშნავს რომ არასწორად გაქვთ გაცემული პასუხი. დათვალიერების რეჟიმიდან სამუშაო რეჟიმში დაბრუნება შესაძლებელია ღილაკით End Preview. ამ ეტაპზე დავასრულეთ ტესტზე მუშაობა და ტესტის ამობეჭდვა შეგიძლიათ Print ღილაკით, ხოლო ტესტიდან გამოსვლა შესაძლებელია Home ღილაკით. ტესტს არ ჭირდება დამატებითი შენახვა. ის ავტომატურად ინახება ტესტების საცავში, რომლის ნახვაც შესაძლებელია Quiz ჩანართის Load a previously created Quiz ღილაკით. როგორ გავაგრძელოთ ტესტზე მუშაობა Edmodo-ში? Quiz ჩანართში Load a previously created Quiz ღილაკით გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში შევარჩიოთ ჩვენი ტესტის სათაური და ღილაკით Edit გავაგრძელოთ ტესტზე მუშაობა. სურვილის შემთხვევაში მარცხენა პანელზე მიმატება ღილაკით შეგიძლიათ დაამატოთ ახალი კითხვები. როგორ მივამაგროთ ფაილი ბიბლიოთეკიდან ტესტურ შეკითხვას? Quiz ჩანართში Load a previously created Quiz ღილაკით გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში Edit ღილაკით შევარჩიოთ შევარჩოთ სასურველი ტესტი. მეექვსე შეკითხვის დასამატებლად მარცხენა პანელზე ავირჩიოთ ღილაკი მიმატება Type ველში განვსაზღვროთ Short Answer ღია ტიპის შეკითხვა, შეკითხვის ველში შევიტანოთ კითხვა: რომელი პროგრამის პიქტოგრამაა გამოსახული სურათზე? აღწერეთ ეს პროგრამა. სურათის მიმაგრება შესაძლებელია ღილაკით ბიბლიოთეკა, რომელშიც წინასწარ უნდა გვქონდეს ატვირთული მისამაგრებელი ფაილი. მოვნიშნოთ სასურველი ფაილი Attach to post ღილაკით მივამაგროთ ფაილი ამ შეკითხვას. ვთქვათ გვჭირდება, რომ ტესტი იყოს ხუთ საკითხიანი, ამისათვის წავშალოთ მესამე შეკითხვა. მოვნიშნოთ და მარჯვენა მხარეს ავირჩიოთ ღილაკი Remove Question. ტესტიდან მესამე შეკითვა წაიშალა. როგორ წავშალოთ ტესტი Edmodo-ში? Quiz ჩანართში Load a previously created Quiz ღილაკით გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში შევარჩიოთ წასაშლელი ტესტი და Delete Quiz ღილაკით დავაფიქსიროთ ბრძანება და Yes ღილაკით კიდევ ერთხელ დავეთანხმოთ, რომ ნამდვილად გვინდა ტესტის წაშლა. როგორ გადავაგზავნოთ ჯგუფში ტესტი? ვთქვათ წინა დღეს თქვენ მიამზადეთ ტესტი, რომლის გამოყენებაც გჭირდებათ გაკვეთილზე. ამისათვის Quiz ჩანართში Load a previously created Quiz ღილაკით შევარჩიოთ ტესტი გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში შევარჩიოთ ტესტი, რომლის გადაგზავნაც გვჭირდება, მაგალითად ისტ მე-6 კლასი. მივუთითოთ თარიღი, ვთქვათ 20 მარტი, ჩავრთოთ ღილაკი Add to Gradebook შედეგების დასამატებლად ნიშნების წიგნაკში. Sent to ველში შევიტანოთ ჯგუფის სახელი, მაგალითად მე-6 კლასი და ღილაკით Send გადავაგზავნოთ ტესტი ჩვენს ჯგუფში. გილოცავთ, თქვენ გადააგზავნეთ თქვენი პირველი ტესტი, რომლის შესრულებაც მოსწავლეებს შეეძლებათ თავისი პროფილიდან.

ახალი დამატებული