გუგლ-თარჯიმანი - https://translate.google.ge

გუგლ-თარჯიმანი - https://translate.google.ge
მოგესალმებით, ცნობილია რომ, კომპანია გუგლი მრავალ საინტერესო და საჭირო მომსახურეობას სთავაზობს ინტერნეტ-მომხმარებელს, ერთ ერთ მათგანს წარმოადგენს გუგლ-თარჯიმანი, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, გადავთარგმნოთ ტექსტები, დოკუმენტები, ვებ, გვერდები და ხმოვანი ტექსტიც კი. განვიხილოთ თითოეული მათგანი. ამისათვის გავხსნათ ინტერნეტ ბრაუზერი, მაგალითად google chrome და სამისამართო ველში შევიყვანოთ გუგლ-თარჯიმნის მისამართი: www.translate.google.ge გაიხსნება გვერდი, რომელშიც მარცხენა მხარეს, სათარგმნ ველში შეგვიძლია კლავიატურიდან პირდაპირ შევიყვანოთ სათარგმნი ტექსტი: მაგალითად ქართულად ავკრიბოთ ტექსტი: „დღეს კარგი ამინდია“, ამისათვის გადავრთოთ ენის ინდიკატორი და ავკრიბოთ ტექსტი, თარჯიმანი ავტომატურად ამოიცნობს სათარგმნ ენას, თუმცა შესაძლებელია, რომ ავტომატურად ვერ მოახდინოს ენის ამოცნობა, ამ შემთხვევაში ხელით მოვახდინოთ სათრგმნი ენის არჩევა- შემდეგ ავირჩიოთ ენა, რომელზედაც გვინდა რომ ტექსტი გადაითარგმნოს, მაგ. ინგლისური და დავაჭიროთ ღილაკს - „გადათარგმნა“, რის შემდეგაც მარჯვენა ველში გამოჩნდება უკვე გადათრგმნილი ტექსტი, რომელიც შეგვიძლია შემდგომ დავაკოპიროთ, გადავიტანოთ ტექსტურ რედაქტორში და შევინახოთ კომპიუტერში.

ახალი დამატებული