დაარქივება
00:06:14
00:04:02
00:05:33
00:01:52
00:03:50
00:02:09
00:02:20
00:04:55
00:06:14
00:04:02
00:05:33
00:01:52
00:03:50
00:02:09
00:02:20
00:04:55
ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა,
ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ ფაილებისა და საქაღალდეების არქივაციის დანიშნულებას.
არქივატორი არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია. არქივაცია ნიშნავს ფაილებისა და საქაღალდეების შეკუმშვას, რათა მათ დაიკავონ უფრო მცირე ადგილი ინფორმაციის მატარებლებზე, როგორიცაა მყარი დისკი, ფლეშ მეხსიერება, ოპტიკური დისკები და ა. შ.
თუ წვდომა გვინდა არქივში მოთავსებულ ფაილთან, ამისთვის უნდა მოხდეს არქივიდან ამ ფაილის აღდგენა თავდაპირველი სახით, ანუ როგორც ამბობენ არქივი უნდა გავხსნათ.
რა შემთხვევაში მივმართავთ არქივაციას?
1. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არქივაციას მივმართავთ ფაილებისა და საქაღალდეების შეკუმშვისთვის. მაგალითად, სამუშაო მაგიდაზეა ფაილი test-1.doc, რომლის ზომაა 41.7 KB, ხოლო მისი არქივის test-1.7z ზომაა 38.8 KB სხვაობა აშკარად თვალშისაცემია.
2. არქივაციის თვისება, რომ შეგვიძლია რამდენიმე საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით შევკუმშოთ და მივიღოთ ერთი ფაილი, ძალიან პრაქტიკულია რამდენიმე ფაილის ან მთლიანად საქაღალდის გასაგზავნად მეილით, სკაიპით, ფეისბუქით და ასე შემდეგ. ამ დროს იგზავნება არა თითოეული ფაილი ცალ-ცალკე, არამედ მისი არქივი ერთი ფაილის სახით. მაგალითისთვის, სამუშაო მაგიდაზე დევს საქაღალდე test, რომელშიც ჩაწერილია 47 ფაილი და ამ ფოლდერის გაგზავნა გვინდა სკაიპით.
ვიწყებთ თითოეული ფაილის გაგზავნას და მიმღებიც ასევე იღებს თითოეულ ფაილს ცალ-ცალკე. წარმოგიდგენიათ 47 ფაილის გაგზავნის შესრულებას რა დრო დასჭირდებოდა ?
ჩვენ შეგვიძლია მთელი საქაღალდე დავაარქივოთ ერთ ფაილში, როგორც ეს გაკეთებულია test.7z ფაილის სახით და ვაგზავნით ამ ერთ ფაილს. მიმღები აღადგენს არქივს და მიიღებს ფაილებს უფრო მარტივად და სწრაფად. ანალოგიურია, როცა ინტერნეტიდან ვიწერთ პროგრამებს მათი უმეტესობა დაარქივებულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთჯერადად ხდება რამდენიმე ფაილის და საქაღალდის გადმოწერა და მეორეც ამ არქივის ზომა შემცირებულია, რაც ინტერნეტიდან გადმოწერის დროს საგრძნობლად ამცირებს.
3. ელექტრონული ფოსტა, სკაიპი, ასატვირთი სერვერები და სხვა ინტერნეტ რესურსები ზღუდავენ გასაგზავნი ან ასატვირთი ფაილების ზომას. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ არქივაციის ტომებად დაყოფის თვისება. არქივირებული ფაილი დაიყოფა ჩვენს მიერ მითითებული ზომის ფაილებად და გაიგზავნება ან აიტვირთება რამდენიმე ფაილის სახით.
მაგალითად, ელექტრონული ფოსტა Gmail.com საშუალებას არ გვაძლევს ერთჯერადად გავაგზავნოთ 25 MB-ზე მეტი ზომის ფაილები, მაგრამ გასაგზავნი გვაქვს ფაილი video.vob რომლის ზომაა 1GB-მდე. ამისათვის ვიყენებთ ტომებად დაყოფის თვისებას და შესაბამისად მივიღებთ რამდენიმე ფაილს, რომელთა ზომებიც არ აღემატება ჩვენს მიერ მითითებულ ზომას.
4. არქივაციას მივმართავთ მაშინაც, როცა კონფიდენციალური ინფორმაცია პაროლით უნდა დავცვათ. არქივაციის დროს არქივს ედება პაროლი, რომელიც აუცილებელია მისი გახსნისთვის.
მაგალითად არქივი test-1.7z დაცულია, როგორც კი მოვინდომებთ ამ არქივის გახსნას, არქივი მოითხოვს პაროლს, რომლის შეყვანის გარეშეც არქივი არ გაიხსნება.
რა თქმა უნდა იმისათვის, რომ მოვახდინოთ ფაილებზე და საქაღალდეებზე ანალოგიური მანიპულაციები, საჭიროა კომპიუტერში ჩაწერილი გვქონდეს ერთ-ერთი არქივაციის პროგრამა. ასეთი პროგრამები ძალიან ბევრია და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან შეკუმშვის ხარისხით, სიჩქარით, არქივაციისა და გახსნის სიმარტივით, ასევე სხვა და სხვა საჭირო პარამეტრებით.
ამ ვიდეოკურსში ჩვენ განვიხილავთ 7-zip არქივაციის პროგრამას. ჩვენი არჩევანი ამ პროგრამაზე, იმიტომ შეჩერდა, რომ ის არის საკმაოდ ეფექტური შეკუმშვის ხარისხით, სიჩქარით, გააჩნია ყველა აუცილებელი თვისება და რაც მთავარია ვრცელდება უფასოდ.
მომდევნო გაკვეთილზე განვიხილავთ თუ საიდან გადმოვწეროთ 7-zip პროგრამა და როგორ დავაყენოთ(დავაინსტალიროთ) ის კომპიუტერში.
მადლობა ყურადღებისთვის.