დაარქივება

ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ ფაილებისა და საქაღალდეების არქივაციას სანამ განვიხილავდეთ არქივაციის პროცესს შენიშვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქაღალდის არქივაციისას არქივირდება მთელი საქაღალდე, მასში ჩაწერილ ფაილებთან და ქვესაქაღალდეებთან ერთად. იმისათვის რომ მოვახდინოთ ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ დასაარქივებელი ფაილებისა და საქაღალდეების მონიშვნა. test საქაღალდისა და test_1.doc ფაილის დასაარქივებლად მოვნიშნოთ ისინი და დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე. კონტექსური მენიუდან ავირჩიოთ 7-zip ბრძანებათა ერთობლიობის add to adchive ბრძანება. ეკრანზე გამოვა არქივაციის ფანჯარა, სადაც ველში Archive უნდა ავკრიფოთ არქივის სახელი, ჩვენ შემთხვევაში დავარქვათ მას test. ავტომატურად, არქივის ფაილი ინახება იმავე მისამართზე, სადაც განთავსებულია დასაარქივებელი ფაილი ან საქაღალდე, ხოლო თუ არქივის შენახვა გვინდა სხვა მისამართზე (სხვა დისკზე ან სხვა საქაღალდეში), მაშინ ღილაკით Browse უნდა მივუთითოთ არქივის განთავსების მისამართი. ჩვენი არქივი განთავსდება სამუშაო მაგიდაზე. მას შემდეგ, რაც ავირჩევთ არქივის ფაილის სახელს და მისამართს, პარამეტრებს განვიხილავთ მომდევნო გაკვეთილებში, ამჯერად კი პარამეტრები არჩეულია ავტომატურ რეჟიმში, უნდა დავაწკაპუნოთ ღილაკ OK-ზე ხელი. ყოველივე ამის შემდეგ, ეკრანზე გამოვა არქივაციის პროცესის მიმდინარეობის ფანჯარა. ღილაკით Pause არქივაციის პროცესი დაპაუზდება. დავაპაუზოთ არქივაციის პროცესი და განვიხილოთ ფანჯარაში გამოტანილი ინფორმაცია. Elapsed Time გვიჩვენებს მიმდინარე პროცესის დროს ანუ რა დრო გავიდა არქივაციის დაწყებიდან, ჩვენ შემთხვევაში 10 წამი. ამის შემდეგ ყველა სიდიდე განხილული იქნება კონკრეტულად ამ შემთხვევისათვის. თავისთავად ეს სიდიდეები განსხვავებული იქნება სხვა შემთხვევაში. remaining time გვიჩვენებს დარჩენილ დროს ანუ 32 წამს. files გასწვრივ ნაჩვენებია დაარქივებული და დასაარქივებელი ფაილების რაოდენობა ე.ი. სულ გვქონია დასაარქივებელი 49 ფაილი და უკვე დაარქივირებულია 46. Compression ratio გვიჩვენებს შეკუმშვის პროცენტულ მაჩვენებელს 93%. Total Size-ის გასწვრივ მითითებულია დასაარქივებელი ფაილების ჯამური ზომა, ჩვენს შემთხვევაში 198 MB. Speed გვიჩვენებს არქივაციის სიჩქარეს ანუ არქივირდება 4.7 მეგაბაიტი წამში. Processed გვიჩვენებს უკვე რა ნაწილი დაარქივდა სრული მოცულობიდან. ჩვენთან ეს არის 46 MB. Compressed size ჯერჯერობით არსებული არქივის ზომა 44 MB. ფანჯრის შუა ნაწილში ჩანს არქივაციის პროცესის მიმდინარეობა ვიზუალურად, ხოლო მის თავზე კონკრეტული ფაილის სახელი, რომლის არქივაციაც მიმდინარეობს ამჟამად. ღილაკით Cancel-ით შეგვიძლია დროზე ადრე შევწყვიტოთ არქივაციის პროცესი. დავაჭიროთ ღილაკს Continue და გავაგრძელოთ ჩვენს მიერ დაპაუზებული პროცესი. რამდენიმე წამში სამუშაო მაგიდაზე გაჩნდება ფაილი test.7z, რაც წარმოადგენს ჩვენს მიერ მონიშნული ფაილისა და საქაღალდის არქივს. ეს არის ჩვენს მიერ მონიშნული ფაილისა და საქაღალდის არქივირებული ფაილი. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული