დაარქივება

ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ არქივაციის პროგრამა 7-zip გადმოწერას და კომპიუტერში დაყენებას. იმისათვის, რომ ვნახოთ ჩვენს კომპიუტერში დაყენებულია თუ არა არქივაციის პროგრამა 7-zip განვიხილოთ ერთ-ერთი გზა. მაუსი მივიყვანოთ ნებისმირ ფაილთან ან საქაღალდესთან და დავაწკაპუნოთ მარჯვენა ღილაკზე. თუ კონტექსურ მენიუში ჩანს ბრძანება 7-zip ე. ი. არქივაციის პროგრამა 7-zip დაყენებულია და შეგვიძლია ვიმუშაოთ მასთან. ხოლო თუ კონტექსურ მენიუში ასეთი ბრძანება არ ჩანს, პირველ რიგში უნდა ვიშოვოთ საინსტალაციო პროგრამა. ყველაზე მარტივია ეს პროგრამა გადმოვწეროთ 7-zip პროგრამის ოფიციალური გვერდიდან, რომლის მისამართია 7-zip.org. ფანჯრის მარჯვენა მხარეს უნდა დავაწკაპუნოთ პროგრამის გადმოწერის ორი ლინკიდან ერთ-ერთზე. Download 7-Zip 32-bit და Download 7-Zip x64 იმის და მიხედვით, თუ რამდენ ბიტიანია ჩვენი ოპერაციული სისტემა. იმისათვის კი, რომ გავიგოთ რომელი პროგრამა იმუშავებს კომპიუტერში ანუ რამდენ ბიტიანია ჩვენი ოპერაციული სისტემა: სტარტ მუნიუში ვპოულობთ ჩანაწერს computer, ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და ვირჩევთ ბრძანება Properties. ფანჯარაში ვნახულობთ ჩანაწერს system type და მის გასწვრივ ოპერაციული სისტემის ბიტიანობას. მაგალითად აყენია 64 ბიტიანი სისტემა, რაც ჩანს კიდეც ჩანაწერში 64 bit operation System. თუ თქვენს კომპიუტერში system type გასწვრივ წერია 32 bit operation System, მაშინ თქვენ უნდა გადმოიწეროთ პროგრამა Download 7-Zip 32-bit ლინკზე ხელის დაჭერით. მე გადმოვწერ 64 ბიტიან პროგრამას Download 7-Zip x64 ლინკზე ხელის დაჭერით. ვუთითებ გადმოწერის ადგილად სამუშაო მაგიდას, ველოდები, სანამ ფაილი გადმოიწერება. გადმოწერის შემდეგ ვუშვებთ შესრულებაზე და მივყვებით ინსტრუქციას. ვაწვებით ღილაკს next, შემდეგ ვრთავთ ლიცენზიის პირობებზე თანხმობას და ისევ ღილაკი next, ისევ next, install-ს ვეთანხმებით yes და საბოლოოდ ღილაკი finish. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ დაინსტალირდა თუ არა 7-zip პროგრამა, გავიმეოროთ კურსის დასაწყისში განხილული მეთოდი. მადლობა ყურადღებისთვის

ახალი დამატებული