დაარქივება

ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში ვისწავლით 7-zip პროგრამის გაქართულებას. 7-zip პროგრამა სხვა თვისებებთან ერთად იმითაცაა გამორჩეული დანარჩენი პროგრამებისგან, რომ საშუალებას იძლევა მთელი პროგრამა მარტივად გავაქართულოთ. ამისათვის მაუსით დავაწკაპუნოთ Start (სტარტზე), ავირჩიოთ All Programs (ოლ პროგრამს) შევდივართ 7-zip საქაღალდეში და ვუშვებთ შესრულებაზე 7-zip file manager (7-ზიპ ფაილ მენეჯერ-ს). გამოსულ ფანჯარაში ვაწკაპუნებთ Tools (თულს) ბრძანებათა მენიუზე და ჩამოშლილი ბრძანებიდან ავირჩიოთ Options (ოფშენს), გადავიდეთ Language (ლენგვიჯ) ჩანართზე და Lenguage (ლენგვიჯ) ველში ავირჩიოთ Georgian (ჯორჯიან) ქართული. ამ პროცედურების შემდეგ მაუსით ვაწკაპუნებთ OK ღილაკზე. თქვენ ხედავთ, რომ პროგრამის ყველა ბრძანება გაქართულდა და შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ რეჟიმში. გაქართულებულ ვერსიასთან თქვენ დამოუკიდებლადაც შეძლებთ მუშაობას, რადგან ყველა ბრძანება ქართულად იქნება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ვიდეოკურსის ინგლისური ვერსიის განხილვას. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული