დაარქივება

ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა, ამ ვიდეოკურსში ვისწავლით 7-zip პროგრამის დახმარებით არქივის ტომებად დაყოფას. ვინაიდან ელექტრონული ფოსტა, სკაიპი, ასატვირთი სერვერები და სხვა ინტერნეტ რესურსები ზღუდავენ გასაგზავნი ან ასატვირთი ფაილების ზომას. ამიტომ გამოვიყენოთ არქივაციის ტომებად დაყოფის თვისება. არქივის ტომებად დაყოფა გულისხმობს დიდი ზომის დაარქივირებული ფაილი დაიყოს ჩვენს მიერ მითითებული ზომის ფაილებად და გაიგზავნოს ან აიტვირთოს რამდენიმე ფაილის სახით. მაგალითისათვის განვიხილოთ ელექტრონული ფოსტა Gmail.com. იგი ზღუდავს გასაგზავნი ფაილების ჯამურ ზომას, რომელიც აღემატება 25 MB. რისი მაუწყებელიცაა ეკრანზე გამოსული შეტყობინება. დავუშვათ ელექტრონული ფოსტა Gmail.com-ით გასაგზავნი გვაქვს ფაილი test.flv, რომლის ზომაა 60 მეგაბაიტი. ვიცით რა, რომ ელექტრონული ფოსტა Gmail-ით გაგზავნის მაქსიმალური ზომაა 25 მეგაბაიტი. ამიტომ ფაილი test.flv უნდა დავყოთ 25 მეგაბაიტიან ფაილებად. ამისათვის მოვნიშნოთ დასაარქივირებელი ფაილი და დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე, გამომავალი კონტექსური მენიუდან ავირჩიოთ 7-zip ბრძანებათა ერთობლიობის add to adchive (ედდ თუ არქაივ) ბრძანება. ეკრანზე გამოვა არქივაციის ფანჯარა, სადაც ველში Archive (არქაივ) უნდა ავკრიფოთ არქივის სახელი-ჩვენს შემთხვევაში დავარქვათ test. ჩამოსაშლელ ველში Split to volumes, bytes (სპლაიტ თუ ვოლუმს ბაიტს) მითითებულია ინფორმაციის მატარებლების (CD, DVD, Flopy) სტანდარტული ზომები. არქივის დაყოფის ზომად ვირჩევთ მოცემული სტანდარტული ზომებიდან ან ჩვენ თვითონ ვუთითებთ ველში სასურველ ზომას. ჩვენი სასურველი ზომაა 25 MB. ზომა არასტანდარტულია და ამიტომ ველში ჩავწერთ 25 MB. დაველოდოთ არქივაციის პროცესს. პროცესის დასრულების შემდეგ მივიღებთ რამდენიმე 25 მეგაბაიტიან ფაილს სადაც ბოლო ფაილის ზომა შესაძლებელია იყოს უფრო მცირე. არქივის გასახსნელად ორჯერ ვაწკაპუნებთ არქივის ფაილებიდან იმ ფაილზე რომლის გაფართოებაცაა 001. შენიშვნის სახით მინდა ავღნიშნო, რომ ტომებად დაყოფილი არქივის გახსნისთვის ყველა ფაილი უნდა მდებარეობდეს ერთ საქაღალდეში, წინააღმდეგ შემთხვევაში არქივი არ გაიხსნება. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული