დაარქივება

ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ არქივის პაროლით დაცვას 7-zip პროგრამის საშუალებით. არქივის პაროლით დაცვისთვის, საჭიროა მოვნიშნოთ დასაარქივირებელი ფაილი და დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე. გამოსული კონტექსური მენიუდან ავირჩიოთ 7-zip ბრძანებათა ერთობლიობის add to adchive (ედდ თუ არქაივ) ბრძანება. ეკრანზე გამოვა არქივაციის ფანჯარა, სადაც ველში Archive (არქაივ) უნდა ავკრიფოთ არქივის სახელი. ჩვენს შემთხვევაში დავარქვათ მას სახელი test, ხოლო ველში Enter Password (ენთერ პასვორდ) ავკრიფოთ ჩვენთვის სასურველი სიმბოლოებისა და ციფრების თანმიმდევრობა. თუ ჩართულია ოფცია Show Password (შოვ პასსვორდ) ჩვენს მიერ აკრეფილ პაროლს ღიად დავინახავთ. თუ ოფცია Show Password (შოვ პასსვორდ) გამორთულია, მაშინ Enter Password (ენთერ პასვორდ)-ში აკრეფილი პაროლი ჩანს ფიფქების ანუ ასტერისკების სახით და იგივე პაროლი უნდა გაიმეოროთ ახალ ველში-Reenter Password (რეენთერ პასსვორდ). ამის შემდეგ ღილაკით OK, ვქმნით პაროლით დაცულ არქივს. დაველოდოთ და შევეცადოთ მიღებული პაროლით დაცული არქივის გახსნას. გახსნის მომენტში ეკრანზე გამოჩნდება პაროლის ასაკრეფი ფანჯარა, სადაც უნდა აიკრიფოს პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში არქივი არ გაიხსნება. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული