დაარქივება
00:06:14
00:04:02
00:05:33
00:01:52
00:03:50
00:02:09
00:02:20
00:04:55
00:06:14
00:04:02
00:05:33
00:01:52
00:03:50
00:02:09
00:02:20
00:04:55
ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობა,
ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ 7-zip პროგრამის საშუალებით თვითგახსნადი არქივის შექმნას.
თვითგახსნადი არქივის მცნების ქვეშ იგულისხმება ისეთი არქივირებული ფაილის შექმნა, რომლის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ კომპიუტერში იქაც კი, სადაც 7-zip პროგრამა დაინსტალირებული არ არის.
განვიხილოთ მაგალითი, მოვნიშნოთ საქაღალდე Test_1 დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე. ეკრანზე გამოსული კონტექსური მენიუდან ავირჩიოთ 7-zip ბრძანებათა ერთობლიობის add to adchive (ედდ თუ არქაივ) ბრძანება.
ეკრანზე გამოვა არქივაციის ფანჯარა, სადაც არქივირებული ფაილის სახელისა და მისამართის მითითების შემდეგ ჩავრთოთ ოფცია Creat SFX archive (ქრით ეს ეფ იქს არქაივ).
თუ ველში Enter Password (ენტერ პასსვორდ) ავკრიფავთ პაროლს, მივიღებთ თვითგახსნად, პაროლით დაცულ არქივირებულ ფაილს.
ღილაკით OK შეიქმნება თვითგახსნადი არქივირებული ფაილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ თვითგახსნად არქივირებულ ფაილს აქვს .EXE (ეგზე) გაფართოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაილი არის აპლიკაცია და მისი გახსნისთვის საკმარისია მასზე მაუსის ორჯერ დაწკაპუნება და მისამართის მითითება თუ სად გაიხსნას არქივის შიგთავსი.
ასეთი არქივის გასახსნელად არ არის საჭირო 7-zip პროგრამა აუცილებლად იყოს ინსტალირებული კომპიუტერში და არ მოითხოვს მასთან მუშაობის ცოდნას.
ჩვენ ამ ვიდეოგაკვეთილით დავამთავრეთ მუშაობა არქივაციის პროგრამა 7-zip-თან.
მადლობა ყურადღებისთვის.