დაარქივება

ფაილებისა და საქაღალდეების არქივაცია
გამარჯობათ, ამ ვიდეოკურსში განვიხილავთ არქივის გახსნა დაარქივირებული ფაილის გასახსნელად კომპიუტერში დაყენებული უნდა იყოს 7-zip არქივაციის პროგრამა. თუ ეს პროგრამა თქვენს კომპიუტერში არ არის დაყენებული იხილეთ ინსტალაციის ვიდეოკურსი. იმისათვის, რომ გავხსნათ დაარქივირებული ფაილი ფაილთან მივიტანოთ მაუსი და ორჯერ დავაწკაპუნებით გავხსნათ. გამოვა 7-zip პროგრამის ფანჯარა სადაც გამოჩნდება დაარქივირებული ფაილები და საქაღალდეები. ამ ფაილების და საქაღალდეების გახსნის რამდენიმე გზა არსებობს: 1. მოვნიშნოთ ამოსაარქივირებელი ფაილები, საქაღალდეები და გადმოვიტანოთ გადმოთრევით სამუშაო მაგიდაზე ან წინასწარ გახსნილი საქაღალდის ფანჯარაში. 2. მოვნიშნოთ ამოსაარქივირებელი ფაილები, საქაღალდეები და დავაწკაპუნოთ Extract (ექსტრაქტ) ან copy (კოპი) ბრძანებაზე, რის შემდეგაც გამოვა რეარქივაციის ფანჯარა. სადაც ველში ასლი მითითებულია ამოარქივების მისამართი, მდებარეობა. ავტომატურად ველში მითითებულია ის მისამართი სადაც მდებარეობს არქივი ჩვენს შემთხვევაში ეს არის სამუშაო მაგიდა. თუ ამოარქივირებას სხვა საქაღალდეში ვაპირებთ, ღილაკით Browse (ბროვზ) ვუთითებთ შესაბამის მისამართს. 3. მოვნიშნოთ ამოსაარქივირებელი ფაილები, საქაღალდეები და დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე. გამომავალი კონტექსტური მენიუდან ვირჩევთ ბრძანებას copy to (კოპი თუ), რის შემდეგაც გამოვა რეარქივაციის ფანჯარა. სადაც ველში Copy (კოპი) მითითებულია მისამართი, მდებარეობა. ღილაკით OK (ოკ) ხდება მონიშნული საქაღალდეებისა და ფაილების გახსნა. შენიშვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ ფაილებისა და საქაღალდეების გახსნის ერთი და იგივე მეთოდი არსებობს. აქამდე ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ იხსნება არქივიდან ცალკეული ფაილები და საქაღალდეები. ახლა ვნახოთ თუ როგორ გავხსნათ არქივი მთლიანად. მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი არქივთან და მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით ავირჩიოთ კონტექსტური მენიუს 7-zip ბრძანებათა ერთობლიობიდან Extract Files (ექსტრაქტ ფაილ). ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა რეარქივაციის ფანჯარა, სადაც ველში Extract to (ექსტრაქტ თუ) შეიძლება შეიცვალოს, როგორც მისამართი ასევე სახელი, ან ორივე ერთად. მაგალითისათვის ჩვენი არქივი სახელად test.7z-ი განვაარქივოთ test-2 სახელით. თუ სახელთან ერთად გვინდა შევცვალოთ მისამართი, მაშინ ღილაკით Browse (ბროვზ) ვუთითებთ შესაბამის მისამართსაც. თუ არქივი დაცულია პაროლით მის გასახსნელად ველში Password (პასსვორდ) უნდა აიკრიფოს პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში არქივი არ გაიხსნება. ღილაკ ok-ზე დაჭერით და რეარქივაციის პროცესის დასრულების შემდეგ სამუშაო მაგიდაზე მივიღებთ test-2 საქაღალდეს. იმ შემთხვევაში, თუ არ გვსუს სახელის ან მისამართის შეცვლა კონტექსტური მენიუს 7-zip ბრძანებათა ერთობლიობიდან ავირჩიოთ Extract to "test" (ექსტრაქტ თუ ტესტ, ანუ "ფაილის სახელი") ჩვენს შემთხვევაში ეს არის "test". ამის შემდეგ ეკრანზე დაიწყება რეარქივაცია. დაველოდოთ და მივიღებთ ჩვეულებრივ საქაღალდეს სახელად test. გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული