გუგლის კალენდარი- Google Calendar

გუგლ კალენდარის გამოყენებით ჩვენ წინასწარ შეგვიძლია შევადგინოთ ჩვენი საქმიანობის დეტალური გრაფიკი, დროისა და ადგილის მითითებით, მოვახდინოთ მისი რედაქტირება, მივიღოთ შეტყობინება დაგეგმილი აქტივობის შესახებ და გავუზიაროთ ჩვენი საქმიანობის კალენდარი დაინტერესებულ პირს.
შექმნილი კალენდრის აქტივობები - შეგვიძლია დავარედაქტიროთ ძალიან მარტივად, ამისათვის საკმარისია დავაჭიროთ მასზე და შევიტანით შესაბამისი ცვლილებები და დავაჭიროთ ბრძანება SAVE-ზე. მაგალითად შევცვალოთ თემის დასახელება- მონიტორი და დავაჭიროთ save - ბრძანებაზე, რადგანაც ჩვენი აქტივობა მეორედება კვირაში 2 კერ - კალენდარი გამოგვიტანს შეტყობინებას, რომ ცვლილებები განახორციელოს მხოლოდ ამ დღეზე, თუ ყველა დღეზე- ჩვენ ავირჩიოთ ბრძანება -Only this event (მხოლოდ ეს აქტივობა). თუ გვინდა მხოლოდ დროის შეცვლა - საკმარისია პირდაპირ დავაწკაპოთ სასურველ აქტივობაზე და გადავიტანოთ სასურველ დროზე. აქტივობის წაშლა- გავხსნათ სასურველი კალენდარი - და დავაჭიროთ ბრძანებაზე - delete. აღსანიშნავია, რომ კალენდარში თავდაპირველად ჩანს მიმდინარე კვირის დროითი ცხრილი, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაკეთოთ ისე რომ გამოჩნდეს - მხოლოდ ერთი დღე- ამისათვის დავაჭიროთ მარჯვნივ ბრძანებას- day, ან ერთი თვე- ბრძანება month, თუ გვინდა ეკრანზე აისახოს მხოლოდ 4 დღე- ვაჭერთ - 4 day, ან თუ გვსურს გამოისახოს მხოლოდ აქტივობების ჩამონათვალი - ბრძანება agenda.

ახალი დამატებული