გუგლის კალენდარი- Google Calendar
00:00:46
00:04:27
00:03:12
00:01:52
00:02:29
00:01:54
00:00:46
00:04:27
00:03:12
00:01:52
00:02:29
00:01:54
გუგლ კალენდარის გამოყენებით ჩვენ წინასწარ შეგვიძლია შევადგინოთ ჩვენი საქმიანობის დეტალური გრაფიკი, დროისა და ადგილის მითითებით, მოვახდინოთ მისი რედაქტირება, მივიღოთ შეტყობინება დაგეგმილი აქტივობის შესახებ და გავუზიაროთ ჩვენი საქმიანობის კალენდარი დაინტერესებულ პირს.
კალენდრის სხვა მრავალ თვისებასთან ერთად საინტერესოა ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ მოხდეს შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე, დაგეგმილი აქტივობის შესახებ. მაგალითად კალენდარში მივუთითოთ, რომ ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მომივიდეს SMS, რომელიც შემახსენებს თუ რომელი გაკვეთილი მაქვს და რომელ კლასში.
ამისათვის კალენდრის დასახელების გვერდით დავაჭიროთ სამკუთხედზე და ავირჩიოთ reminders and notifications. შიგნით ვაჭერთ ბრძანებაზე-
Set up your mobile phone to receive notifications
და შეგვყავს ჩვენი მობილურის ნომერი. ამ ნომერზე რამდენიმე წამში იგზავნება კოდი, რომელიც შეგვყავს ქვემოთ და ვაჭერთ ბრძანებას finish setup, შემდეგ ავირჩიოთ შეტყობინების ფორმა SMS და მივუთითოთ დრო - 15 წუთი.
საბოლოოდ მონაცემებს ვინახავთ - save ღილაკით.
ეს იყო გუგლ კალენდრის ძირითადი ფუნქციები და შეგახსენებთ რომ გაუფრთხილდით დროს, ის ხომ ყველაზე ძვირფასია.