კომიქსების შექმნა Toondoo.com -ის გამოყენებით

კომიქსების შექმნა ონლაინ რესურსის Toondoo.com -ის გამოყენებით
გახსენით თქვენს კომპიუტერში არსებული ბრაუზერი, და მისამართის ზოლში ჩაწერეთ: toondoo.com თუ თქვენ პირველად ესტუმრეთ ამ გვერდს საჭიროა რეგისტრაცია, რისთვისაც გვერდის ზედა ნაწილში დააწკაპუნეთ Sign Up to free ღილაკს. გამოვა ფანჯარა, რომელიც რეგისტრციის ორ ვარიანტს გთავაზობთ: ფასიან და უფასო აქაუნთს, ჩვენ შემთხვევაში უნდა შევარჩიოთ მეორე, Sign Up for toondoo, გაიხსნება გვერდი, სადაც: 1. ველში USERNAME, შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი; სისტემა დაგვიდასტურებს, რომ თქვენს მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი თავისუფალია 2. ველში PASSWORD შეიყვანეთ პაროლი 3. ველში Email id -თქვენი ელექტრონული ფოსტა. 4.დააწკაპუნეთ ღილაკს Register რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჭიროა გავიაროთ ავტორიზაცია Toondoo–ს ვებ–გვერდზე, რისთვისაც ვებ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთთ ღილაკს Log in, შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი და დააწკაპუნეთ ღილაკს Sign in. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია!

ახალი დამატებული