კომიქსების შექმნა Toondoo.com -ის გამოყენებით

კომიქსების შექმნა ონლაინ რესურსის Toondoo.com -ის გამოყენებით
კომიქსის პერსონაჟის შერჩევისას ჩვენ საშუალება გვქონდა გვეხელმძღვანელა საკმაოდ დიდი პერსონაჟების გალერეით. მაგრამ ამის გარდა თონდო გთავაზობთ საკუთარი პერსონაჟის შექმნას, ეს განსაკუთრებით კარგი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ დააპირებთ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის შექმნას, მაგალითად ქართული ხალხური ზღაპრის ერთერთი გმირის შექმნა. პერსონაჟის შესაქმნელად ვაწკაპუნებთ TraitR ჩანართს, გაიხსნება პერსონაჟის შესაქმნელი ფანჯარა. როგორც აღვნიშნეთ, თუ თქვენი სურვილი არის პერსონაჟის შექმნა რომელიმე კონკრეტული ნიმუშის მიხედვით, ვაწკაპუნებთ პერსონჟის სურათის ატვირთვის ღილაკს, და შემდეგ სურვილისამებრ შევარჩევთ სურათს თქვენს კომპიუტერში. ნიმუშისათვის შევარჩიოთ კომბლეს სურათი. დავარეგულიროთ სურათის ზომები, ჩვენს შემთხვევაში გამოვაჩინოთ პერსონაჟის სახე. დავიწყოთ პერსონაჟის შექმნა. პერსონაჟების შესაქმნელად ჩვენ გვაქვს ხელსაწყოების საკმაოდ დიდი გალერეა. ჩვენ შეგვიძლია პერსონაჟის: • თავის ტიპის–მოხაზულობის; • თმის ტიპის; • წარბების; • თვალის; • ცხვირის; • ლოყების; • წვერ–ულვაშის; • ყურების ტიპის განსაზღვრა. ასევე შეგვიძლია შევარჩიოთ პერსონაჟისთვის ქუდები, სათვალეები და ტანის განლაგება სამოსით როგორც მამაკაცისთვის, ასევ ქალისთვის. დავიწყოთ პერსონაჟის რედაქტირება: როგორც თქვენ სურათზე ხედავთ, „კომბლეს“ მომრგვალებული სახე აქვს. მოუმრგვალოთ პერსონაჟს სახე, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ პერსონაჟის სახის ფორმის შესაცვლელი ღილაკები: –დავავიწროვოთ თავი; –გავშალოთ განზე. როგორც ხედავთ ამ მოქმედების შესრულებისას შეიცვალა თავის ზედა ნაწილი, თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ თავის ქვედა ნაწილი, ამისათვის გადავრთავთ თავის ქვედა ნაწილის შეცვლის ხელსაწყოებზე და კომპიუტერი საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ თავის ქვედა ნაწილიც. თავის ფორმის შერჩევის შემდეგ შეურჩიოთ ვარცხნილობა ჩვენს გმირს. ჩვენ საშუალება გვაქვს შევარჩიოთ ვარცხნილობები, რისთვისაც გადავალთ გადაფურცვლის ღილაკებით და შევარჩევთ შესაბამის ვარცხნილობებს. შევარჩიოთ ვარცხნილობა თავის უკანა ნაწილისთვის. ახლა შევაჩიოთ თვალების ტიპი, რისთვისაც ვაწკაპუნებთ წარბებს. როგორც ხედავთ წარბები პერსონაჟზე ემთხვევა ჩვენს ნიმუშს, ამიტომ მათ უცვლელად დავტოვებთ. ახლა შევარჩიოთ თვალის ტიპი: ჩვენ შეგვიძლია პერსონაჟს თვალი ოდნავ დავახუჭინოთ, ან დავახუჭინოთ, ასევე შეგვიძლია შევცვალოთ თვალის მოხაზულობა. შეგვიძლია ასევ დავაპატარაოთ ოდნავ თვალები, როგროც ეს სურათზეა ნაჩვენები. შეუცვალოთ სურათს სახის გამომეტყველება. შევცვალოთ ყურის ტიპი. შევარჩიოთ ქუდი. სახის ფორმის მსგავსად რედაქტირების ღილაკების გამოყენებით საშუალება გვაქვს შევარჩიოთ ქუდის ზომა, დავაპატარაოთ. შევცვალოთ ქუდის ფერი. ახლა შევარჩიოთ ტანის პოზა პერსონაჟისთვის. ამისათვის ვაწკაპუნებთ ტანის ღილაკს. ჩვენ შეგვიძლია ასევე დავხაროთ თავი მარჯვნივ ან მარცხვნივ. პერსონაჟის შექმნა დასრულებილია. დავასათაუროთ პერსონაჟი Name ველშის სახელის შეყვანით. დავაწკაპოთ Save ღილაკს. Toondoo გვატყობინებს რომ ჩვენი პერსონაჟი შეიქმნა და იგი შენახულია გალერეაში. შექმნილი პერსონაჟის კომიქსში ჩასასმელად გადავდივართ Toondoomaker-ში, შევარჩევთ სასურველ თოონდოს, შემდეგ MY Gallery–დან ვარჩევთ პერსონაჟს, გამოირჩევა ჩვენს მიერ შექმნილი პერსონაჟები. გადმოვიტანთ სასურველ პერსონაჟს სლაიდზე. თქვენს მიერ შექმნილი პერსონაჟის ჩასმის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ კომიქსის შექმნა.

ახალი დამატებული