კომიქსების შექმნა Toondoo.com -ის გამოყენებით

კომიქსების შექმნა ონლაინ რესურსის Toondoo.com -ის გამოყენებით
Toondo–ს გამოყენებით ჩვენ ასევე შეგვიძლია ავტვირთოთ ნებისმიერი სურათი, დავამუშავოთ იგი და შემდეგ გამოვიყენოთ კომიქსის შესაქმნელად. ამისათვის დავაწკაპთ IMAGINER. შემდეგ დავაწკაპოთ BECOME AN IMAGINER! სურათის ატვირთვა შესაძლებელია ორი გზით: ერთ შემთხვევაში საჭიროა მიუთითოთ ვებ–გვერდის URL მისამართი საიდანაც გვინდა სურათის ჩასმა, ხოლო მეორე შემთხვევაში სურათს ავტვირთავთ თქვენი პერსონალური კომპიუტერიდან. განვიხილოთ ორივე გზა: პირველ შემთხვევაში თქვენ წინასწარ დაკოპირებული უნდა გქონდეთ სურათის URL მისამართი. ჩავსვათ ეს მისამართი Image location ველში დავაწკაპოთ GRAB IT ღილაკს. სურათი ჩაჯდა და მზად არის რედაქტირებისთვის. ეხლა განვიხილოთ მეორე გზა, დავაწკაპუნოთ UPLOAD FROM YOUR COMPUTER ღილაკს და გახსნილ ფანჯარაში შევარჩევთ სასურველ სურათს. შეუდგეთ სურათის რედაქტირებას: გადავათრიოთ სურათი რედაქტირებისთვის ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში. განვიხილოთ IMAGINER–ის შესაძლებლობები. თქვენ საშუალება გაქვთ დააპატარავოთ ან გაადიდოთ სურათი ZOOM ღილაკების გამოყენებით. ROTATE ღილაკების გამოყენებით შესაძლებელია სურათების დაყირავება. FLIP ღიალაკების გამოყენებით შესაძლებელია სურათის შეტრიალება ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზების მიმართ. ახლა განვიხილოთ თუ როგორ არის შესაძლებელი სურათიდან ამოვჭრათ რაიმე გამოსახულება. ჩვენ შემთხვევაში ამოვჭრათ ნაცარქექია, რომელიც ზის სამფეხიან სკალზე. გადავიტანოთ სურათი და განვალაგოთ იგი ისეთ ნაირად, რომ ჩვენი გმირი მოხდეს რომბში. ჩვენ შეგვიძლია რომბის წვეროების რედაქტირება, რომ შევეცადოთ მთლიანად მოვიცვათ ჩვენი ამოსაჭრელი ობიექტი. ნიმუშზე ობიექტი სამკუთხედით მოინიშნა. თუ ასეთი სახით მოვახდენთ ობიექტის ამოჭრას, ასევე იქნება ამოჭრილი ზედმეტი ობიექტები, მაგალითად ფონი. შევხედოთ, რისთვისაც დავაწკაპუნოთ PREVIEW ღილაკს. ჩვენი ამოცანაა შევეცადოთ რაც შეიძლება ზუსტად მოვხაზოთ ფიგურა, და შემდეგ ამოვჭრათ. ამ შემთხვევაში საჭიროა POINTS სანიშნე წერტილების დამატება. მოსანიშნი წერტილების დამატება ხდება ერთ-ერთ წვეროზე დაწკაპუნების შემდეგ POINTS „მიმატების“ წერტილებზე დაწკაპუნებით. შემდეგ საშუალება გვაქვს გადავიტანოთ თვითეული ჩამატებული წერტილი და მაქსიმალურად შევეცადოთ მოვხაზოთ ფიგურის ფორმა/მოხაზულობა. დავამატოთ კიდევ რამდენიმე წერტილი. ეტაპობრივად ვამატებთ მოსანიშნს წერტილებს, იმისათვის, რომ ამოჭრა უფრო ზუსტად შესრულდეს. შევხედოთ რა გამოვიდა (ვაწკაპებუნებთ PREVIEW ღილაკს). ჩვენი გმირი ამოიჭრა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს დავარედაქტიროთ სურათი GOOFIFY ღილაკის გამოყენებით, მაგალითად დავუგრძელოთ ყურები ძაღლს. თუ შეტანილი ცვლილებები სურათში გაკმაყოფილებთ, დავაწკაპუნოთ ღილაკს DONE. დავაწკაპუნოთ ღილაკს PREVIEW და ვნახოთ რა გამოგვივიდა. შევინახოთ ნაცარქექიას გამოსახულება SAVE ღილაკზე დაწკაპუნებით. სურათი ავტომატურად შეინახება გალერეაში.

ახალი დამატებული