კომიქსების შექმნა Toondoo.com -ის გამოყენებით

კომიქსების შექმნა ონლაინ რესურსის Toondoo.com -ის გამოყენებით
TOONDOO ასევე გთავაზობთ ხატვის ონლაინ პროგრამას DOODLER–ს. დავაწკაპუნოთ CLIC HERE TO DRAW! რათა შეგვეძლოს ხატვა. ხელსაწყოთა პანელი მცირე ინსტრუმენტთა ნაკრებს შეიცავს, თუმცა მათი მეშვეობით საკმაოდ საინტერესო სურათის შექმნაა შესაძლებელი. ფერთა პალიტრა შეიცავს ფერების და ტონების ველს. შესაძლებელია ფუნჯის სისქის გაზრდა ან დაპატარავება. ასევე შესაძლებელია ფუნჯის სისქის ზრდა. SMOOTHNESS ღილაკი საშუალებას გვაძლევს დავხატოთ გლუვი მრუდი ხაზები. BRUSH BLUR ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია ხატვისასას გამოვიყენოთ „მისასხურებელი“, რომლის სიმკვეთრის და სისქის რეგულირება შესაძლებელია. თუ სწორი ხაზით ხატვა გსურთ დაააწკაპუნეთ BRUSH. შევარჩიოთ ფერი. LINE ღილაკზე დაწკაპუნებით შესაძლებლია კვლავ სწორი ხაზებით სარგებლობა. UNDO ღილაკზე დაწკაპუნებით შესაძლებელია შესრულებული სამუშაოს უკან დაბრუნება, ხოლო REDO გაუქმებული ნაბიჯის უკან დაბრუნება. CLEAR ღილაკზე დაწკაპუნებით მთელი ფურცელი გასუფთავდება. SAVE ღილაკზე დაწკაპებუნებით სურათი შეინახება გალერეაში.

ახალი დამატებული