კომიქსების შექმნა Toondoo.com -ის გამოყენებით

კომიქსების შექმნა ონლაინ რესურსის Toondoo.com -ის გამოყენებით
ამ ვიდეო გაკვეთილის გამოყენებით ჩვენ შევისწავლით, თუ როგორ შევქმნათ ელექტრონული წიგნი TOONDOO–ს ვებ–გვერდზე. ელექტრონული წიგნის შესაქმნელად თქვენ წინასწარ უნდა გქონდეთ შექმნილი რამდენიმე კომიქსი. TOONDOO–ს ვებ–გვერდზე დავაწკაპუნოთ BOOK MAKER–ს. გაიხსნება ელექტრონული წიგნის შესაქმნელი ფანჯარა. ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია ელექტრონული წიგნი, ქვედა ნაწილში/ზოლში თქვენს მიერ შექმნილი კომიქსები. ანუ თონდოები. ჩვენ საშუალება გვაქვს ელექტრონულ წიგნში ჩავსვათ ერთი, ან რამდენიმე თოონდოო ერთდროულად. გადმოვიტანოთ სასურველი თოონდოო წიგნზე. იგი ავტომატურად ჩაჯდება. დაუმატოთ კიდევ ერთი თოონდოო. მომდევნო თონდოს დამატებისას პროგრამა გვეკითხება, თუ როგორ გვინდა რომ ჩაჯდეს ახალი თოონდოო წიგნში: უკვე ჩასმული კომიქსის წინ, ახალი კომიქსის ჩაანაცვლებს უკვე ჩასმულ კომიქსს, თუ უკვე ჩასმული კომიქსის შემდეგ. ჩავსვათ შემდეგ. დავამატოთ მესამე კომიქსი. ჩვენ საშუალება გვაქვს გადავფურცლოთ ელექტრონული წიგნი და შევამოწმოთ ჩვენი ჩასმული თონდოები. თუ თქვენ დაგჭირდებათ უკვე ჩასმული თონდოს ამოშლა, ამისათვის უნდა დავაწკაპოთ DELETE THIS PAGE ღილაკს. კომიქსი ამოიშალა. დასასრულს ელექტრონული წიგნის ბოლო გვერდზეე ჩავბეჭდოთ წიგნის დასახელება TITLE ველში. DISCRIPTION ველში ჩავბეჭდოთ კომიქსის აღწერილობა. სურვილისამებრ TAGS ველში ჩავბეჭდოთ კომიქსის საკვანძო სიტყვები. დავაწკაპოთ PUBLISH ღილაკს. ამის შემდეგ ჩვენ საშუალება გვაწვს დავათვალიეროთ ჩვენი შენახული ელექტრონული წიგნი View it Now ღილაკზე დაწკაპუნებით. წიგნის პირველ გვერდზე მითითებულია ელექტრონული წიგნის ავტორი. გადავფურცლოთ ელექტრონული წიგნი, დავათვალიეროთ მისი გვერდები. ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ ელექტრონული წიგნი სოციალურ ქსელში, ან ავიღოთ მისი Embed Code და განვათავსოთ ბლოგზე.

ახალი დამატებული