კომიქსების შექმნა Toondoo.com -ის გამოყენებით
00:07:21
00:02:06
00:00:49
00:05:17
00:04:49
00:03:03
00:02:47
00:07:21
00:02:06
00:00:49
00:05:17
00:04:49
00:03:03
00:02:47
კომიქსების შექმნა ონლაინ რესურსის Toondoo.com -ის გამოყენებით
მას შემდგე რაც გაიარეთ რეგისტრაცია toondoo.com -ზე შეგიძლიათ შექმნათ კომიქსები.
განვიხილოთ როგორ შეიძლება მარტივი კომიქსის შექმნა. ამ საიტზე კომიქსებს Toondoo ეწოდება, ჩვენც მათ ამ სახელით მოვიხსენიებთ.
გავხსნათ ბრაუზერი თქვენს კომპიტერში, მისამართის ზოლში ჩავბეჭდოთ toondoo.com ვებ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთთ ღილაკს Log in, შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი და დააწკაპუნეთ ღილაკს Sign in.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ კომიქსის შესაქმნელად დააწკაპუნეთ ღილაკს CREATE, გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში.
გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელშიც თქვენ საშუალება გაქვთ შეარჩიოთ სხვადასხვა ტიპის შაბლონი ჩვენი. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ, ორი, სამი ან ოთხ სლაიდიანი შაბლონი თქვენი კომიქსისთვის.
ნიმუშისათვის შევარჩიოთ ერთ სლაიდიანი შაბლონი.
გაიხსნება ფანჯარა, რომელიც შედგება:
• სამუშაო სლაიდისაგან;
• ხელსაწყოების ორი პანელისაგან: ზედა და ქვედა.
ხელსაწყოების ზედა პანელიდან შესაძლებელია კომიქსის პერსონაჟების, ასევე სხვადასხვა ობიექტების ჩასმა სლაიდზე, სლაიდის ფონის შერჩევა და სხვა
ხოლო ქვედა პანელიდან ხდება სლაიდზე ჩასმული ობიეტების რედაქტირება.
დავიწყოთ პერსონაჟის ჩასმა:
ამისათვის ხელსაწყოების ზედა ზოლიდან შევარჩიოთ CHARACTERS ჩანართი, სისტემა გვთავაზობს პერსონაჟის არჩევას ათი სხვადასხვა კატეგორიიდან. შევარჩიოთ ერთ–ერთი „ბავშვები“. გადმოვიტანოთ სასურველი პერსონაჟი სლაიდზე.
ამის შემდეგ ჩავსვათ თემატური ფონი. ამისათვის შევდივართ ფონის ჩანართში და რვა შესაძლო კატეგორიიდან შევარჩევთ ერთ–ერთ თემატურ კატეგორიას. ჩვენ შემთხევაში შევარჩიოთ „ინტერიერის“ ველი. ჩვენ შეგვიძლია გადავფურცლოთ შემოთავაზებული ნიმუშები და ავირჩიოთ სასურველი. შევარჩიოთ საკლასო ოთახის გარემო, გადმოვიტანოთ ფონი სლაიდზე.
დავაწკაპუნოთ ერთხელ პერსონაჟზე, რათა იგი მოინიშნოს. მონიშვნის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავარედაქტიროთ პერსონაჟი ინსტრუმენტთა ქვედა პანელის გამოყენებით:
• SHRINK ღილაკზე დაწკაპუნებით მონიშნული ობიექტის ზომა მცირდება
• ENLARGE ღილაკზე დაწკაპუნებით მონიშნული ობიექტის ზომა იზრდება
• CLONE ღილაკზე დაწკაპებით შესაძლებელია პერსონაჟის ან მონიშნული ობიექტის გამრავლება.
• ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ მონიშნული პერსონაჟი ან ობიექტი DELETE ღილაკზე დაწკაპებით.
• FLIP ღილაკით პერსონაჟს სარკისებურად შევატრიალებთ.
• ROTATE ღილკების გამოყენებით შესაძლებელია ობიქტის შეტრიალება სხვადასხვა კუთხით.
• TO FRONT და TO BACK ღილაკებით შესაძლებელია ობიეტის უკან ან წინ გადატანა სხვა ობიექტთან ან გრაფიკულ გამოსახულებებთან შედარებით.
• EMOTION ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია პერსონაჟის ემოციის ცვლა. ვაწკაპუნებთ EMOTION სანამ არ მივიღებთ სასურველ გამომეტყველებას.
• POSTURE ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია პერსონაჟის ტანის პოზის შერჩევა.
დავარეგულიროთ პერსონაჟის ადილმდებარეობა.
ახლა ჩავსვათ ტექსტური ღრუბელი. ამისათვსი ჩანართზე Text–ს შევარჩიოთ ღრუბელი Foreign Text, რათა ჩვენ საშუალება მოგვეცეს პერსონაჟის კომენტარი ავკრიფოთ ქართულ ენაზე. მოვნიშნოთ სასურველი ფორმის ტექსტური ფიგურა და გადავიტანოთ იგი სლაიდზე. ჩავბეჭდოთ ტექსტი. დავარეგულიროთ ღრუბლის ადგილმდებარეობა. შესაძლებელია პერსონაჟის გადაადგილება.
ასევე შესაძლებელია სლაიდზე ჩავსვათ სხვადასხვა სახის ობიექტები, ამისათვის მივმართოთ Props ჩანართს და ჩამოშლის ფანჯარაში შევარჩიოთ სხვადასხვა თემატური კატეგორია. შეგვიძლია გადავფურცლოთ არჩევანის შესაცვლელად, ან დავბრუნდეთ უკან.
(ჩავსვავთ ბურთს)
დავარეგულიროთ ბურთის ზომები. გავამრავლოთ.
ჩვენი კომიქსი მზად არის.
დასასრულს შევინახოთ კომიქსი, ტონდოო მენიუს Save ღილაკის გამოყენებით :
1. ველში Title - შევიტანოთ ტოონდოოს დასახელება;
2. Description ველში ჩავწეროთ კომიქსის სიუჟეტის მოკლე აღწერილობა;
3. Tags ველში შეგიძლიათ მიუთითოთ კომიქსის საკვანძო სიტყვები;
4. დავაწკაპოთ ღილაკს Publish (გამოქვეყნება).
ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა რომელიც გვთავაზობს ტოონდოოს ამობეჭვდას, დავაწკაპუნოთ Print Toon ღილაკს და გამოსულ ფანჯარაში დავაწკაპოთ Save ღილაკს. შევინახოთ ჩვენი ტოონდოო ჩვენს კომპიუტერში. სურვილისამებრ მიუთითეთ დირექტორია, რომელშიც გსურთ შეინახოთ ტოონდოო. File name ველში ჩაწერეთ ტოონდოს სახელწოდება. დააწკაპუნეთ Save ღილაკს
გილოცავთ, თქვენ შექმენით თქვენი პირველი კომიქსი.
გისურვებთ წარმატებებს!!