Calameo ელ. წიგნების შექმნა

ელექტრონული წიგნების შექმნა ვებ გვერდის calameo.com -ის გამოყენებით. აპლიკაცია http://www.calameo.com/ -ს გამოყენებით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტები გამოაქვეყნოთ ელექტრონული-წიგნის სახით, შექმნათ საკუთარი წიგნებით ბიბიოთეკა და თქვენი ნამუშევარი გუზიაროთ სხვებს. ამ ინსტრუმენტით შეგიძლიათ ისარგებლოთ სასწავლო პროექტებზე მუშაობის დროს ან ნებისმიერ დროს, მოსწავლეების ან საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნების მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ვებზე ერთი კონკრეტული წიგნი ან შექმნათ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იქნება თქვენთვის სასურველი წიგნები. ამისათვის გაიარეთ ავტორიზაცია: შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და პაროლი და დააჭირეთ ღილაკს login. თქვენი ატვირთული დოკუმენტების სანახავად გადადით მენიუ-ში Your Publications დააჭირეთ სასურველი დოკუმენტის Share ღილაკს. გამოსულ ფანჯარაში Publication ველში მოცემული გაქვთ დოკუმენტის ბმული, მონიშნეთ და დააკოპირეთ. ამის შემდეგ გადახვალთ ბლოგზე, მონიშნავთ სიტყვას, რომელზე დაწკაპებითაც გინდათ რომ გაიხსნას თქვენი წიგნი და ბმულის გასაკეთებლად დააჭირეთ ღილაკს link. გამოსულ ფანჯარაში ჩასვით დაკოპირებული ბმული და შეინახეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და შემდეგ ნახოთ თქვენი გამოქვეყნებული დოკუმენტი.

ახალი დამატებული