Calameo ელ. წიგნების შექმნა

ელექტრონული წიგნების შექმნა ვებ გვერდის calameo.com -ის გამოყენებით. აპლიკაცია http://www.calameo.com/ -ს გამოყენებით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტები გამოაქვეყნოთ ელექტრონული-წიგნის სახით, შექმნათ საკუთარი წიგნებით ბიბიოთეკა და თქვენი ნამუშევარი გუზიაროთ სხვებს. ამ ინსტრუმენტით შეგიძლიათ ისარგებლოთ სასწავლო პროექტებზე მუშაობის დროს ან ნებისმიერ დროს, მოსწავლეების ან საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნების მიზნით.
Calameo-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ვებზე ერთი კონკრეტული წიგნი ან შექმნათ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იქნება თქვენთვის სასურველი წიგნები. ამისათვის გაიარეთ ავტორიზაცია: შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, პაროლი და დააჭირეთ ღილაკს log in. თქვენი ატვირთული დოკუმენტების სანახავად გადადით მენიუ-ში Your Publications დააჭირეთ სასურველი დოკუმენტის Share ღილაკს. გამოსულ ფანჯარაში Embed Code არეში მოცემულია გამოსახულების ემბედ კოდი, რომელიც შეგიძლიათ ჩააშენოთ ბლოგზე. ამისათვის მონიშნეთ და დააკოპირეთ მოცემული კოდი, შემდეგ გადადით ბლოგზე და ახალ პოსტში HTML რეჟიმში ჩასვით დაკოპირებული კოდი. გამოაქვეყნეთ და ნახეთ როგორ ჩაჯდა თქვენი ატვირთული დოკუმენტი ბლოგზე ელ-წიგნის ფორმატით. ბლოგზე გამოქვეყნებული ელ-წიგნის უკეთ წასაკითხად, შეგიძლიათ შეცვალოთ გამოსახულების ზომა. ამისათვის ემბედ კოდში უნდა შეიტანოთ ცვლილება. თუ წიგნის სიგანის ზომას 300-ს შეცვლით 500-ით, ხოლო სიმაღლის ზომას 194-ს შეცვლით 400-ით და შეტანილ ინფორმაციას განაახლებთ, მაშინ თქვენი შეძლებთ წიგნის მარტივად წაკითხვადი.

ახალი დამატებული