Calameo ელ. წიგნების შექმნა
00:02:00
00:01:47
00:02:27
00:02:48
00:03:11
00:02:00
00:01:47
00:02:27
00:02:48
00:03:11
ელექტრონული წიგნების შექმნა ვებ გვერდის calameo.com -ის გამოყენებით.
აპლიკაცია http://www.calameo.com/ -ს გამოყენებით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტები გამოაქვეყნოთ ელექტრონული-წიგნის სახით, შექმნათ საკუთარი წიგნებით ბიბიოთეკა და თქვენი ნამუშევარი გუზიაროთ სხვებს.
ამ ინსტრუმენტით შეგიძლიათ ისარგებლოთ სასწავლო პროექტებზე მუშაობის დროს ან ნებისმიერ დროს, მოსწავლეების ან საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნების მიზნით.
Calameo-ს გამოყენებით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტები .docx, .pdf, .pptx, .xlsx, .txt, გამოაქვეყნოთ ელექტრონული-წიგნის სახით.
ამისათვის ინტერნეტის სამისამართე ზოლში აკრიფეთ http://www.calameo.com/. გაიარეთ ავტორიზაცია: შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი. დააჭირეთ ღილაკს log in.
ელ- წიგნის შესაქმნელად დააწირეთ ღილაკს Create publication.
ასატვირთი დოკუმენტის მოსაძებნად დააჭირეთ ღილაკს Browse და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დოკუმენტი.
Title of the publication ველში დაასათაურეთ თქვენი წიგნი.
Format ველში აირჩიეთ - books,
Category ველში აირჩიეთ რომელ კატეგორიას/სფეროს მიეკუთვნება თქვენი წიგნი - მაგ.: Education.
More options ჩანართიდან თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ დამატებითი პარამეტრები.
Description ველში დაამატეთ აღწერა წიგნის შესახებ, მაგ.: რომელი კლასისთვისაა განკუთვნილი.
Default viewing mode ველში აირჩიეთ book, რადგან თქვენი ატვირთული დოკუმენტი დათვალიერების დროს იშლებოლეს როგორც წიგნი.
Personalize your publication ჩანართში თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ გამოქვეყნებისთვის დამატებითი პარამეტრები.
Skin ველში აირჩიეთ ყდას გარეკანისთვის.
Background image ველში აირჩიეთ ფონისთვის სურათი. ამის შემდეგ შეგიძლით დაიწყოთ დოკუმენტის ატვირთვა Start uploading ღილაკზე დაწკაპუნებით.
დოკუმენტი იტვირთება...
თქვენი დოკუმენტი აიტვირთა...
ატვირთული დოკუმენტების სანახავად გადადით მენიუში Your Publications. ჩამონათვალში თითოეულ დოკუმენტზე დაწკაპუნებით მიიღებთ ამ დოკუმენტთან სამუშაო ღილაკებს.
Read the publication ღილაკზე დაწკაპუნებით თქვენ შეძლებთ თქვენი ატვირთული დოკუმენტის წაკითხვას წიგნის ფორმატში.