Calameo ელ. წიგნების შექმნა
00:02:00
00:01:47
00:02:27
00:02:48
00:03:11
00:02:00
00:01:47
00:02:27
00:02:48
00:03:11
ელექტრონული წიგნების შექმნა ვებ გვერდის calameo.com -ის გამოყენებით.
აპლიკაცია http://www.calameo.com/ -ს გამოყენებით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტები გამოაქვეყნოთ ელექტრონული-წიგნის სახით, შექმნათ საკუთარი წიგნებით ბიბიოთეკა და თქვენი ნამუშევარი გუზიაროთ სხვებს.
ამ ინსტრუმენტით შეგიძლიათ ისარგებლოთ სასწავლო პროექტებზე მუშაობის დროს ან ნებისმიერ დროს, მოსწავლეების ან საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნების მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ვებზე ერთი კონკრეტული წიგნი ან შექმნათ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იქნება თქვენთვის სასურველი წიგნები. ამისათვის გაიარეთ ავტორიზაცია: შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი და დააჭირეთ ღილაკს login. თქვენი ატვირთული დოკუმენტების სანახავად გადადით მენიუ-ში Your Publications. ატვირთული დოკუმენტებით ბიბლიოთეკის შესაქმნელად ვებ-ზე დააწირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკს Embed as a Library widget. გამოსულ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ პარამეტრებიბი თქვენი ბიბლიოთეკისთვის: Theme ველიდან აირჩიეთ თემა თქვენი ბიბლიოთეკისთვის, Number of rows ველიდან განსაზღვრეთ თაროების რაოდენობა, Thumbnails size ველიდან შეარჩიეთ გამოსახულების ზომა, Sort by ველიდან მიუთითეთ რა პარამეტრების მიხედვით იყოს დალაგებული წიგნები თაროზე, მაგ.: გამოქვეყნების თარიღის, დამთვარიელებლების რაოდენობის, გვერდების რაოდენობის თუ სახელების მიხედვით. Additionnal information ველიდან მიუთითეთ სათაურთან ერთად რა დამატებითი ინფორმაცია ჩანდეს წიგნზე: ავტორი, დამთვარიელებლების რაოდენობა, გვერდების რაოდენობა, თარიღი. შერჩეული პარამეტრის ნახვა შეგიძლიათ წინასწარ დათვალიერების რეჟიმში Preview ღილაკზე დაჭერით. Embed code ველში მოცემულია ბიბლიოთეკის ემბედ კოდი, რომელიც შეგიძლიათ ჩააშენოთ ბლოგზე. მონიშნეთ, დააკოპირეთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ბლოგზე და პოსტში, HTML რეჟიმში ჩასვათ დაკოპირებული ემბედ კოდი. შეგიძლიათ გამოაქვეყნეთ პოსტი და დაინახოთ როგორი ფორმატით ჩაჯდა თქვენი კოლექცია ბლოგზე.