Calameo ელ. წიგნების შექმნა

ელექტრონული წიგნების შექმნა ვებ გვერდის calameo.com -ის გამოყენებით. აპლიკაცია http://www.calameo.com/ -ს გამოყენებით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტები გამოაქვეყნოთ ელექტრონული-წიგნის სახით, შექმნათ საკუთარი წიგნებით ბიბიოთეკა და თქვენი ნამუშევარი გუზიაროთ სხვებს. ამ ინსტრუმენტით შეგიძლიათ ისარგებლოთ სასწავლო პროექტებზე მუშაობის დროს ან ნებისმიერ დროს, მოსწავლეების ან საკუთარი ნამუშევრების გამოქვეყნების მიზნით.
Calameo-ს გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სასურველი დოკუმენტებით რჩეულები/კოლექციები და გამოაქვეყნოთ ვებზე. ამისათვის გაიარეთ ავტორიზაცია: შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი, დააჭირეთ ღილაკს log in. თქვენი ატვირთული დოკუმენტების სანახავად გადადით მენიუში Your Publications და გახსენით თქვენთვის სასურველი დოკუმენტი. რჩეულების/კოლექციების შესაქმნელად დააჭირეთ Favorites ღილაკს, გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ უკვე არსებული კოლექცია თუ ასეთი გაქვთ, ან დააჭირეთ Add a new list of favorites ღილაკს, რათა შექმნათ ახალი კოლექცია, ჩაწერეთ კოლექციის სახელი მაგ.: პირველი კლასი და ღილაკზე Add to my favorites დაჭერით დაამატეთ კოლექციაში. უკვე არსებული კოლექციების ნახვას შეძლებთ მენიუში Your Publications, Favorites ჩანართიზე დაწკაპუნებით. კოლექციის გამოსაქვეყნებლად ვებზე დააჭირეთ სასურველი კოლექციის Embed as a Library widget ღილაკს. გამოსულ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ პარამეტრებიბი თქვენი კოლექციისთვის: Theme ველიდან აირჩიეთ თემა თქვენი კოლექციისთვის, Number of rows ველიდან განსაზღვრეთ თაროების რაოდენობა, Thumbnails size ველიდან შეარჩიეთ გამოსახულების ზომა, Sort by ველიდან მიუთითეთ რა პარამეტრების მიხედვით იყოს დალაგებული წიგნები თაროზე, მაგ.: გამოქვეყნების თარიღის, დამთვარიელებლების რაოდენობის, გვერდების რაოდენობის თუ სახელების მიხედვით. Additionnal information ველიდან მიუთითეთ სათაურთან ერთად რა დამატებითი ინფორმაცია ჩანდეს წიგნზე: ავტორი, დამთვარიელებლების რაოდენობა, გვერდების რაოდენობა, თარიღი. შერჩეული პარამეტრის ნახვა შეგიძლიათ წინასწარ დათვალიერების რეჟიმში Preview ღილაკზე დაჭერით. Embed code ველში მოცემულია ბიბლიოთეკის ემბედ კოდი, რომელიც შეგიძლიათ ჩააშენოთ ბლოგზე. მონიშნეთ, დააკოპირეთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ბლოგზე და პოსტში, HTML რეჟიმში ჩასვათ დაკოპირებული ემბედ კოდი. შეგიძლიათ გამოაქვეყნეთ პოსტი და დაინახოთ როგორ ფორმატით ჩაჯდა თქვენი კოლექცია ბლოგზე.

ახალი დამატებული