ეკრანის ჩამწერი პროგრამა ჯინგი

ჯინგი არის პროგრამა ეკრანის გამოსახულების ან ვიდეოს ჩასაწერად კომპანია ტექსმიტისგან http://www.techsmith.com
ჯინგი არის პროგრამა ეკრანის გამოსახულების ან ვიდეოს ჩასაწერად კომპანია ტექსმიტისგან (techsmith) http://www.techsmith.com/ რომელიც ცნობილია თავისი პროგრამით კამტაზია. ჯინგის გადმოსაწერად გავხსნათ ვებ გვერდი www.techsmith.com ავირჩიოთ მენიუ Products /Jing/free download (პროდუქცია/ჯინგი/ უფასო ჩამოტვირთვა) გახსნილ გევრდზე ავირჩიოთ ღილაკი Start windows download (ჩამოტვირთვის დაწყება) გადმოწერის შემდეგ, გავხსნათ დასაინსტალირებელი ფაილი, გაიხსნება ფანჯარა სადაც დავაწკაპუნოთ ღილაკზე Run . გაიხსნება ფანჯარა სადაც ჩავრთოთ ღილაკი I accept the fine print და დავაჭიროთ ღილაკს Install. დაიწყება დაინსტალირების პროცესი. დასასრულს ავირჩიოთ ღილაკი Finish. რამოდენიმე წამში გამოჩნდება მისალმების ფანჯარა სადაც შეგიძლიათ ნახოთ პატარა ვიდეო- პროგრამის შესახებ. დავაჭიროთ ღილაკს Continue- გაგრძელება. გაიხსნება ავტორიზაციის ფანჯარა . ავირჩიოთ ღილაკი ახალი ანგარიშის შექმნა და შევავსოთ რეგისტრაციის ფორმა. ყველა ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Create. პროგრამა მზადაა გამოყენებისთვის . პროგრამა აქტიურდება კომპიუტერის ჩართვისთანავე. ჯინგის ინსტრუმენტების სწრაფი წვდომისთვის გამოიყენება ორი ღილაკი, ერთი თავდაპირველად მოთავსებულია სამუშაო მაგიდის ზედა ნაწილში. მაუსის საშუალებით შეგვიძლია ავირჩიოთ: ჩაწერის (Capture) ღილაკი, ვნახოთ გადაღებული გამოსახულებების, ვიდეობის ჩამონათვალი (History) , ავირჩიოთ დამატებითი პარამეტრების ღილაკი (More) . პროგრამის ღილაკი- მზის გამოსახულებით სურვილის მიხედვით შეგვიძლია გადავიტანოთ სამუშაო მაგიდის ნებისმიერ მხრეს. პროგრამის მეორე ღილაკი მოთავსებულია ამოცანათა პანელზე. მასზე დაწკაპუნებით შეგვიძლია ავირჩიოთ ბრძანებები, რომელიც უკვე განვიხილეთ. ღილაკზე Check for updates დაწკაპუნებით შეგვიძლია მოვახდინოთ პროგრამის განახლება, პროგრამის დახურვისთვის დავაჭიროთ ღილაკს: Exit.- გასვლა.

ახალი დამატებული