ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ელექტრონული ფოსტა (Email) არის ტექნოლოგია და მომსახურება გლობალურ კომპიუტერულ ქსელში ელექტრონული შეტყობინებების გადაგზავნისა და მიღებისათვის. იგი იმეორებს ჩვეულებრივი ქაღალდის ტიპის ფოსტის სისტემას, საიდანაც არის აგრეთვე აღებული ტერმინები: ფოსტა, წერილი, კონვერტი, საფოსტო ყუთი, მიწოდება და სხვა. აღებულია ასევე დამახასიათებელი თვისებები: მოხმარების სიმარტივე, საკმარისი საიმედოობა და ამავე დროს მიწოდების არავითარი გარანტია. ნებისმიერ ფოსტას აქვს ადამიანისათვის მარტივად გასაგები მისამართი: მომხმარებლის სახელი, სიმბოლო @, დომეინის სახელი, შეუძლია ტექსტის და ფაილების გაგზავნა.მას აქვს ასევე უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად სპამი (მასიური სარეკლამო და ვირუსული დაგზავნები), თეორიული შეუძლებლობა გარანტირებული მიწოდებისა, შესაძლებელი შეფერხებები მიწოდებისას და მოცულობის შეზღუდვა. ელექტრონული ფოსტა გამოჩნდა 1965 წელს, როცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა შექმნეს პროგრამა MAIL . არსებობს მრავალი კომპანია, რომლებიც გვიწევენ ფასიან და უფასო საფოსტო მომსახურებას. ჩვენ ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ Gmail-ის ელექტრონულ ფოსტას. Gmail-ი ანუ Google Mail არის უფასო ელფოსტის მომსახურება ამერიკული კომპანია გუგლისაგან, იგი გამოჩნდა 2004 წლის პირველ აპრილს. 2012 წლის ოქტომბრიდან გუგლის ფოსტა ითვლება ყველაზე პოპულარულად მსოფლიოში, მას ჰყავს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ხოლო საფოსტო ყუთის ზომა 2004 წელს 1 გიგაბაიტიდან გაიზარდა 15 გიგაბაიტამდე (შედარებისათვის სამი სტანდარტული DVD დისკის მოცულობა 14 გიგაბაიტია). ფოსტას გააჩნია ორი ტიპის ვებ ინტერფეისი: JavaScript-ზე და Ajax-ზე შესრულებული და მარტივ HTML-ში შესრულებული, რომელიც მხარდაჭერილია ნებისმიერი ბრაუზერის მიერ და ძალიან საჭიროა ნელი ინტერნეტ კავშირის დროს. ამ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილავთ google-ს ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ შეძლებისდაგვარად ყველა ასპექტს. გისურვებთ წარმატებებს.

ახალი დამატებული