ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
იმისათვის, რომ შევძლოთ ელექტრონული ფოსტის მომსახურების მიღება საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია Gmail-ში ანუ შევქმნათ ჩვენი სააღრიცხვო ბარათი – ეგრეთ წოდებული ექაუნთი, რომელიც საფოსტო მომსახურების გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ Google-ს სხვა სერვისების მისაღებად. ეს სერვისებია: Google Drive ფაილების საცავი, YouTube ვიდეო ფაილების საცავი, Google Play პროგრამების საცავი, Google Docs სხვადასხვა სახის დოკუმენტების შექმნა Google-სგან, Google+ სოციალური ქსელი Google-სგან, Google Calendar და სხვა. რეგისტრაციის გასავლელად შევდივართ საიტზე gmail.com, შესაძლებლობა გვაქვს შევცვალოთ საიტის ჩვენთვის სასურველი ენა. ამისათვის შევდივართ საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში, ვაწკაპუნებთ ღილაკზე და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ენას ენების ჩამონათვალიდან, როგორც ვხედავთ ყველა ტექსტი ამ შემთხვევაში გამოტანილია რუსულ ენაზე. შემდგომში შეამოწმეთ ენები სხვა გვერდებზეც, რადგან შესაძლებელია ჩამონათვალში შეგვხვდეს ქართული. პრაქტიკაში შესაძლებელია შეგვხვდეს სამი ვარიანტი. ვარიანტი პირველი: თუ ვებ ბრაუზერი აქამდე არ ყოფილა გამოყენებული Gmail-ის ფოსტაში შესასვლელად გამოტანილი იქნება ასეთი გვერდი, აქაც რეგისტრაციაზე გადასასვლელად უნდა დავაწკაპუნოთ ღილაკზე ამ შემთხვევაში войти, ინგლისურ შემთხვევაში Sign In, გადავიყვანოთ ქართულად, ვაწკაპუნებთ ღილაკზე ანგარიშის შექმნა და გადავდივართ რეგისტრაციის ფორმაში. ვარიანტი მეორე: თუ ფოსტა უკვე გამოყენებული იქნა სხვა მომხმარებლის მიერ და მან არ შეასრულა გამოსვლა ფოსტიდან გამოტანილი იქნება მსგავსი ვებგვერდი. დავაწკაპუნებთ სურათზე, ან ზოგ შემთხვევაში სურათის მაგივრად შეიძლება ეწეროს ელექტრონული ფოსტის მისამართი და შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე Sign Out, შევცვალოთ ენა ისევ, ანგარიშის დამატება, ანგარიშის შექმნა და გადავიდეთ რეგისტრაციის ფორმაზე და მესამე ვარიანტი: როცა ფოსტა გამოყენებულია სხვა მომხმარებლის მიერ და ისინი გამოსულნი არიან ელფოსტიდან. ვაწკაპუნებთ ღილაკზე ანგარიშის დამატება, შემდგომში ანგარიშის შექმნა და გადავედით რეგისტრაციის ფორმაზე, მოდი გავიაროთ რეგისტრაცია. ვწერთ სახელს, რომელიც შეგვიძლია ჩავწეროთ ქართულად, ვწერთ გვარს, ვწერთ ელექტრონული ფოსტის სახელს, რომელიც აუცილებელია ჩაიწეროს ინგლისურად, გადავდივართ პაროლის ველში, თუ აღნიშნული მომხმარებლის სახელი უკვე არჩეულია სხვა მომხმარებლის მიერ - არ მოგვცემს ფოსტის რეგისტრაციის საშუალებას და ქვედა ველში გამოიტანს შეტყობინებას ამის შესახებ. ვწერთ პაროლს, ვიმეორებთ იგივე პაროლს, ვირჩევთ დაბადების თვეს, ვირჩევთ დღეს, ვწერთ მობილური ტელეფონის ნომერს, შეგვიძლია შევავსოთ ამჟამინდელი ელექტრო ფოსტის მისამართი თუ გვაქვს, შეგვიძლია დავტოვოთ ეს ველი ცარიელი, მოვნიშნოთ ჩეკბოქსი ან შეგვიძლია გავაუქმოთ მონიშვნა და შევიტანოთ ის ციფრები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ. უნდა იყოს არჩეული ქვეყანა საქართველო, მოვნიშნოთ ეს ჩეკბოქსიც, რითაც ვეთანხმებით გუგლის მომსახურების პირობებს და კონფედენციალურობის პოლიტიკას და ვაწკაპუნებთ ღილაკზე შემდეგი. გილოცავთ ჩვენს მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართია video.tpdc@gmail.com ანუ ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია ფოსტაში. ვაწკაპუნებთ ღილაკზე სერვისზე Gmail გადასვლა, იწყება ჩატვირთვა და აი ჩვენი ელექტრონული ფოსტა. გმადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული