ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
წინა ვიდეო გაკვეთილში, როდესაც განვხილავდით ფოსტაში რეგისტრაციას ყურადღება გავამახვილეთ სამი ტიპის ინტერფეისზე, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს. იგივე სიტუაციაა ფოსტაში შესვლის დროსაც. gmail.com-ზე შესვლისას შეიძლება შეგვხვდეს ამ ტიპის ინტერფეისი, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Sign In, თუმცა არ დაგავიწყდეთ შესაძლებელია შეცვალოთ საიტის ენა, შემდგომში შეგვყავს ჩვენი ელფოსტის მისამართი, პაროლი, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Sign In და შევდივართ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაში. ამ შემთხვევაში გვთხოვს ჩვენი ექაუნთის განახლებას, შესაძლებელია მივცეთ ღილაკი Not now. Continue to gmail. აი შევედით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაში. შემდეგი ვარიანტი, ამ ვარიანტში ჩვენი ელფოსტის მისამართი უკვე მითითებულია და ფოსტაში შესასვლელად საჭიროა მხოლოდ პაროლის შეტანა, მიაქციეთ ყურადღება, ჩვენს მიერ რეგისტრაციის დროს არჩეული პაროლის ნაცვლად იწერება წერტილები, ეს კეთდება იმიტომ, რომ სხვამ, რომელიც შესაძლებელია უყურებს ჩვენს კომპიუტერთან მუშაობის პროცესს ვერ შესძლოს ჩვენი პაროლის წაკითხვა და შემდგომში მისი გამოყენება, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Sign In, ანუ შესვლა, ველოდებით და შევედით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაში. შემდეგი ვარიანტი, მითითებულია სხვა პირის ელექტრონული ფოსტის მისამართი. შეგვიძლია შევცვალოთ ენა, ვაწკაპუნებთ ღილაკზე შედით სხვა ანგარიშით, შემდეგ ანგარიშის დამატება, შეგვყავს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი და ვაწკაპუნებთ ღილაკზე შესვლა და ბოლოს, თუ ფოსტასთან მუშაობის დასრულების შემდეგ ჩვენ ან სხვამ არ განვახორციელეთ ფოსტიდან გამოსვლა, gmail.com-ზე შესვლისას შესაძლებელია პირდაპირ აღმოვჩნდეთ გახსნილ ელექტრონულ ფოსტაში, თუ ელფოსტა ეკუთვნის სხვა პირს ან გვსურს დავამთავროთ ფოსტასთან მუშაობა ვაწკაპუნებთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან სხვა შემთხვევაში სურათის გამოსახულებაზე, ვაწკაპუნებთ ღილაკზე sign out ანუ გასვლა ფოსტიდან და აქედან ხელახლა შეგვიძლია შევიდეთ ფოსტაში ზემოთ განხილული ვარიანტების შესაბამისად. რას ნიშნავს ჩეკბოქსი სისტემაში დარჩენა? თუ ფოსტაში შესვლისას მოვნიშნავთ მას, კომპიუტერი დაიმახსოვრებს ჩვენს მონაცემებს და ფოსტაში სხვა დროს შესვლისას შესაძლებელია პირდაპირ აღმოვჩნდეთ ჩვენს გვერდზე. აქედან გამომდინარე ეს მონიშვნა შესაძლებელია გამოიყენოთ მხოლოდ თქვენს საკუთარ კომპიუტერზე, არასდროს არ მონიშნოთ იგი სკოლაში, ინტერნეტ კაფეში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილზე მუშაობისას, რადგან სხვა პირებსაც შეეძლებათ თქვენს ფოსტაში შესვლა და თქვენი სახელით მოქმედება. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული