ელექტრონული ფოსტა Gmail
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
ელექტრონული ფოსტის გამოყენების ყველაზე პირველი დანიშნულება რა თქმა უნდა შეტყობინების გაგზავნაა, მოდით გავგზავნოთ პირველი წერილი. ამისათვის ვაწკაპუნებთ ღილაკზე Compose, გამოსულ ფანჯარაში ველში To ვწერთ მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართს, აუცილებლად ინგლისურ ენაზე, რომელიც შეიძლება რეგისტრირებული იყოს gmail-სგან განსხვავებულ ფოსტაშიც, ველში Subject ვწერთ წერილის მოკლე შინაარსს, აქ ჩაწერა შეგვძლა ქართულადაც, ხოლო აქ ვწერთ წერილის ტექსტს. ბოლოს ვაწკაპუნებთ ღილაკზე Send და თუ ყველაფერი სწორად გვაქვს შესრულებული წერილი გაეგზავნება ადრესატს. შეცდომები რაც შეიძლება დავუშვათ ფოსტის გაგზავნისას: არასწორად მითითებული ფოსტის მისამართი, გამოდის ფანჯარა, რომელიც გვატყობინებს, რომ ელფოსტის ასეთი მისამართი არ შეიძლება არსებობდეს, ვხურავთ მას და ვასწორებთ. შემდეგი შეცდომა ცარიელი წერილი, ანუ არ არის მითითებული არც წერილის შინაარსი და არც წერილის ტექსტი, გამოდის შეტყობინება, რომელიც გვატყობინებს, რომ ხდება ცარიელი წერილის გაგზავნა, თუ გვსურს ასეთი წერილის გაშვება ვაწკაპუნებთ ღილაკზე ოკ, თუ არა ღილაკზე Cancel და ვასწორებთ შეცდომას. შემდეგი შეცდომა, როცა წერილის გაგზავნისას სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება გაგვეთიშოს ინტერნეტი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გამოდის შეტყობინება, რომ სერვერი არ პასუხობს ჩვენს მოთხოვნას და შესაბამისად წერილის გაგზავნა ვერ განხორციელდა. ამ დროს რა თქმა უნდა უნდა შევამოწმოთ ინტერნეტ კავშირის არსებობა. მადლობთ ყურადღებისათვის.