ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ჩვენთვის უკვე ცნობილია ახალი შეტყობინების გაგზავნის ძირითადი პრინციპები, ამ ვიდეოგაკვეთილში გავეცნობით დამატებით შესაძლებლობებს. ფანჯარა new message შეგვიძლია ჩავკეცოთ, ამოვშალოთ, გავადიდოთ და დავხუროთ. როგორ გავუგზავნოთ წერილი რამდენიმე ადრესატს, ამისათვის საკმარისია ადრესატების მისამართები გამოვყოთ მძიმით. ღილაკი Carbon copy, წერილის ასლის გადაგზავნა სხვა პირებისათვის, To ველში ვირჩევთ ძირითად ადრესატს, შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე CC და გამოსულ ველში ვირჩევთ ადრესატს, ან ადრესატებს, რომელთაც ეგზავნებათ წერილის ასლი. ველი BCC – Blind Carbon Copy ეს ველიც წარმოადგენს შეტყობინების ასლების გადაგზავნის ველს, ოღონდ ერთი განსხვავებით, ადრესატი, რომელის მისამართსაც მივუთითებთ ამ ველში მიღებულ წერილში ვერ ხედავს სხვა ადრესატებს, რომელთაც ასევე გადაეგზავნათ ეს წერილი. ფორმატირება - აღნიშნული ღილაკი გვაძლევს საშუალებას დავამუშაოთ ტექსტი მაიკროსოფტ ვორდის მსგავსი ფუნქციებით. გავადიდოთ, გავამუქოთ, დავხაროთ, შევუცვალოთ ფერი და ა.შ. ფორმატირების გასაუქმებლად ვაწკაპუნებთ ღილაკზე Remove Formatting, ტექსტში ასევე შეგვიძლია ჩავსვათ ღიმილებიც. ღილაკი Discard draft - წაშლის ჩვენს გაუგზავნელ წერილს და დახურავს ფანჯარას. ღილაკი More options დამატებითი ოფციები – Default to full screen - შემდეგი გახსნისას ახალი შეტყობინების ფანჯარა გამოტანილი იქნება ეკრანის შუაში, შედარებით დიდი ზომით. Label - ჩვენი წერილი ადრესატს გაეგზავნება მარკირებული, როგორც ვთქვათ წერილი სოციალური ქსელებიდან და შესაბამისად მივა მასთან ჩანართში Social, ჩანართებს დაწვრილებით განვიხილავთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში უბრალოდ არჩევის შემდეგ არ დაგავიწყდეთ დაწკაპუნება ღილაკზე apply. ღილაკი Print – ანუ დაბეჭდვა, იგი გადაგიყვანთ ბეჭდვის ფანჯარაში და ვაწკაპუნებთ ღილაკზე პრინტ თუ გსურთ წერილის ამობეჭდვა პრინტერზე და ღილაკი Check spelling - მართლწერის შემოწმება, თუმცა ჯერჯერობით ქართულად ნაწერი ტექსტის შემოწმებას პროგრამა ვერ ახორციელებს, შემოწმება შესაძლებელია ინგლისურად, რუსულად და სხვა ენებზე.

ახალი დამატებული