ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
გარდა იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვაგზავნით წერილებს ბუნებრივია ჩვენც ვიღებთ მათ, როგორ ვნახოთ შემოსული ანუ ჩვენთვის გადმოგზავნილი შეტყობინებები? ამისათვის ვაწკაპუნებთ იარლიყზე Inbox (ციფრი წარწერის შემდეგ გვიჩვენებს წაუკითხავი წერილების რაოდენობას), გამოტანილია შემოსული წერილები, თუმცა თუ დააკვირდებით, ფოსტის გახსნისას, ეს ჩანართი აქტიურია ნაგულისხმევად, შესაბამისად ყოველთვის, როდესაც შევდივართ ფოსტაში, ავტომატურად გამოტანილი იქნება შემოსული წერილები. შემოსული წერილები გაცნობის სიმარტივისათვის გაყოფილია რამოდენიმე კატეგორიად, კატეგორიებზე ანუ ჩანართებზე გადასასვლელად უნდა დავაწკაპუნოთ მათზე. ჩანართი Promotions, შეიცავს წერილებს, რომლებიც გამოგზავნილია ჩვენთან მარკირებით პრომოაქციები, ანუ აქ იქნება სხვადასხვა სარკელამო შეტყობინებები, რომლებიც გამოგვიგზავნეს მაგალითად ონლაინ მაღაზიებმა. ჩანართი Social აქ არის შეტყობინებები სოციალური ქსელებიდან, ჩანართი Primary - აქ არის ყველა სხვა შეტყობინება, რომელიც არ არის გადანაწილებული სხვა დანარჩენ ჩანართებში. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ჩავამატოთ ჩანართი. ამისათვის ვაწკაპუნებთ ამ ღილაკზე, შემდგომ შეგვიძლია მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველები - Updates და Forums ვთქვათ და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Save, აღნიშნული ჩანართები დაემატა ჩვენს ფოსტას. როგორ გავეცნოთ შემოსულ შეტყობინებას. ამისათვის საკმარისია დავაწკაპუნოთ წერილზე, ნებისმიერ ადგილას, ფიგურების გარდა და წერილი გაიხსნება. აქვე გვაქვს შესაძლებლობა ვუპასუხოთ წერილის გამომგზავნს, ამისათვის ვაწკაპუნებთ ღილაკზე Replay, მისამართი უკვე მითითებულია გამომგზავნის, ამ ველში ვწერთ წერილის ტექსტს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Send ანუ გაგზავნა. შეგვიძლია ეს წერილი გადავუგზავნოთ სხვა პირს. ვაწკაპუნებთ ღილაკზე Forward, ველში To უნდა ჩავწეროთ მისამართი ვისაც ამ წერილს ვუგზავნით, აქ ვწერთ წერილის შინაარსს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Send. როგორც ვიდეოგაკვეთილის დასაწყისში აღვნიშნეთ ეს ციფრი აღნიშნავს ჩანართში Primary შემოსული წაუკითხავი წერილების რაოდენობას, ამ წუთში წაუკითხვი გვაქვს ერთი, ორი და სამი შეტყობინება. წაუკითხავი შეტყობინებები გამოყოფილი არის უფრო მუქი ფერით, როგორც კი გავხსნით შეტყობინებას ციფრი მოიკლებს: ორი გვაქვს წაუკითხავი ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში უკვე ერთი, აი ეხლა შეტყობინება საერთოდ არ გვაქვს წაუკითხავი. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული