ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ წერილები, რომლებიც არ გაგვიხსნია ანუ არ გვინახავს აღნიშნულია მუქი ფერით, ხოლო ნანახი წერილები ღია ფერით. რა მოქმედებები შეგვიძლია შევასრულოთ შემოსულ შეტყობინებებზე: იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ შეტყობინებაზე, ჯერ რა თქმა უნდა, იგი უნდა მოვნიშნოთ (დავაწკაპუნოთ მაუსით აი ამ ოთხკუთხედზე), შეგვიძლია რამოდენიმე წერილის ერთად მონიშვნაც, ან ყველას ერთად მონიშვნა. დაარქივება: ამ ღილაკზე დაწკაპუნებით ჩვენს მიერ მონიშნული წერილები დაარქივდება, ანუ ისინი გაქრებიან შემოსული წერილებიდან და მათი მოძებნა შემდგომში შეგვიძლია იარლიყში all mail. რისთვის გამოიყენება ეს შესაძლებლობა - მას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი ფოსტა არ გადაიტვირთოს, დავაარქივებთ იმ წერილებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება, მაგრამ შეიძლება დაგვჭირდეს მომავალში. ღილაკი Report spam - სპამი წარმოადგენს იმ სარეკლამო ან სხვა ტიპის შეტყობინებებს, რომლებიც ეგზავნებათ იმ პირებს, რომელთაც არ გამოუხატავთ სურვილი მათ მისაღებად. მონიშნული წერილები გადაინაცვლებს ჩანართში Spam და ასევე Gmail-ის ადმინისტრაციას გაეგზავნება შეტყობინება რომ წერილის გამომგზავნი არის სპამერი. ღილაკი Delete – კლასიკური ღილაკი ფოსტის წასაშლელად, წაშლილი წერილი ინაცვლებს იარლიყში წაშლილები. გაითვალისწინეთ - წაშლილი წერილები ინახება 30 დღის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ წერილი თქვენს ფოსტაში აღარ მოიძებნება. Move To (გადატანა) – შეგვიძლია მონიშნული შეტყობინებები გადავიტანოთ ჩამონათვალში მითითებულ ადგილას, მაგალითად იარლიყში Spam. Labels (იარლიყები) – იგივე გადატანა ოღონდ წერილების კატეგორიების მიხედვით განაწილებისათვის, მონიშნული წერილი შეგვიძლია მივაკუთვნოთ რომელიმე კატეგორიას, მაგალითად Social-ს ან შეგვძლია მივაკუთვნოთ რამდენიმე კატეგორიას ერთად Social-ს, Promotion-ს და Update-ს, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Apply. Social-ს, Promotion-ს იგივე წერილი და Update-ს აქაც იგივე წერილი. ღილაკი Refresh განახლების ღილაკი – იგი გადატვირთავს ანუ ხელახლა ჩატვირთავს გვერდს. More ღილაკი დამატებით – Mark as read მონიშნავს წერილს, როგორც წაუკითხავი ან პირიქით. შემდეგი ღილაკი, მონიშვნა როგორც მნიშვნელოვანი – მონიშნავს წერილს შესაბამისი ნიშნით. დავალებებში გადატანა – გადაიტანს წერილს დავალებების ჩამონათვალში, ამ ფუნქციის დეტალური განმარტება მოცემული იქნება გუგლის დავალებების შესაბმის ვიდეო კურსში. შემდეგი ღილაკი Add Star – აღნიშნავს წერილს შესაბამისი ნიშნით. ფილტრაცია – მოძებნის ყველა წერილს, რომლის გამომგზავნიც არის ეს ადრესატი. Mute იგნორირება – თუ გაუკეთებთ იგნორირებას მონიშნულ წერილს, ამ ადრესატისაგან ყოველი შემდგომი შემოსული წერილი ავტომატურად გადაიგზავნება არქივში, შესაბამისად არ გამოჩნდება შემოსულ წერილებში, თუმცა, როგორც ვიცით არქივში გადატანილი წერილების ნახვა შეგვეძლება ძებნით ან იარლიყზე All Mail გადასვლით. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ: შეგვიძლია მოვნიშნოთ წერილი როგორც მნიშვნელოვანი, როგორც მონიშნული. ეს ფუნქციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოვძებნოთ მაგალითად მხოლოდ მნიშვნელოვანი წერილები, მხოლოდ მონიშნული წერილები. მადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული