ელექტრონული ფოსტა Gmail
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
ელექტრონული ფოსტით შეტყობინებების გარდა შესაძლებელია ფაილების გადაგზავნაც. მოდი გადავგზავნოთ ტექსტური ფაილი. ვაწკაპუნებთ ღილაკზე Compose, ვწერთ ადრესატის ელფოსტას, ვწერთ წერილის მოკლე შინაარსს, ვწერთ წერილის ტექსტს. ეს ყველა ოპერაცია ჩვენთვის უკვე ნაცნობია წინა ვიდეო გაკვეთილებიდან. ღილაკი სკრეპის გამოსახულებით უზრუნველყოფს ჩვენს შეტყობინებაზე ფაილის მიბმას. მაშ ასე ვაწკაპუნებთ ღილაკზე, გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ გასაგზავნ ფაილს, რომელიც ჩემს შემთხვევაში მდებარეობს სამუშაო მაგიდაზე და აი ფაილი მიება ჩვენს შეტყობინებას. გასაგზავნად ვაწკაპუნებთ ღილაკზე Send - ფაილი გაიგზავნება. შესაძლებელია რამდენიმე ფაილის ერთდროულად მიბმა და გაგზავნაც. ამ მეთოდით შესაძლებელია საერთო ჯამში 25 მეგაბაიტამდე ზომის ფაილების გაგზავნა, დიდი ზომის ფაილების გაგზავნისას კომპიუტერი გვთავაზობს ფაილის ატვირთვას Google Drive-ში, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ფაილების საცავს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Send using Google Drive, ვირჩევთ ფაილს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Upload (ატვირთვა), ამის შემდეგ ადრესატს ეგზავნება გაზიარებული ბმული ამ ფაილზე, რომელიც შეუძლია ჩამოტვირთოს თავის კომპიუტერში. თუ გასაგზავნი ფაილი უკვე ატვირთული გვაქვს გუგლის დრაივში მაშინ მის გადასაგზავნად ვაწკაპუნებთ Google Drive-ის ღილაკზე და გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ My Drive და მოვძებნით გასაგზავნ ფაილს. სურათების გადასაგზავნად შეგვიძლია მივმართოთ სურათის მიმაგრების ღილაკსაც, რომელიც გვთავაზობს იმ სურათების გადაგზავნას, რომელიც ატვირთული გვაქვს ბლოგზე, ალბომში, შეგვიძლია ავირჩიოთ სურათი კომპიუტერიდან, ჩავსვათ იგი პირდაპირ შეტყობინებაში ან მივაბათ მას, ასევე შეგვიძლია მივუთითოთ სურათის ბმული, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში ნებისმიერ ადგილზე. ფოსტა ასევე გვაძლევს შესძლებლობას გადავაგზავნოთ ვებგვერდის ან ელფოსტის მისამართის ბმული. ადრესატი, რომელიც მიიღებს ბმულს შეუძლია მასზე დაწკაპუნებით გადავიდეს ბმულზე ან მისწეროს წერილი თქვენს მიერ გაგზავნილ მისამართზე, ვებგვერდის ბმული ან ბმული ელფოსტის მისამართზე. გმადლობთ ყურადღებისათვის.