ელექტრონული ფოსტა Gmail
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
წინა ვიდეო გაკვეთილში ვისწავლეთ ფაილების გადაგზავნის რამდენიმე ხერხი. მე ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე გამოვაგზავნე წერილი, რომელიც შეიცავს მიბმულ ფაილებს. დავაკვირდეთ შემოსულ წერილს - სკრეპის ნიშანი მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილი შეიცავს მიბმულ ფილებს. აღნიშნული წერილი შეიცავს: ფაილს, რომელიც მიბმული არის მიბმის ღილაკით; ფაილს რომელიც მდებარეობს Google Drive-ში; სურათს, რომელიც ჩავსვი პირდაპირ შეტყობინებაში; სურათს, რომელიც მივაბი შეტყობინებას და სურათს, რომელიც გამოვაგზავნე როგორც ბმული. განვიხილოთ მათი ჩამოტვირთვის მეთოდები: მიბმული სურათის ან ფაილის გადმოსაწერად საკმარისია დავაწკაპუნოთ ღილაკზე Download და დაიწყება სურათის გადმოწერა, ველოდებით სურათის გადმოწერას. აღნიშნული სურათი შეგვიძლია მოვძებნოთ Start–ში, მომხმარებლის საქაღალდეში, რომელიც თქვენს კომპიუტერში შეიძლება სხვა დასახელებით იყოს, თუმცა მისი ადგილმდებარეობა უცვლელია და საქაღალდეში Downloads ანუ ჩამოტვირთული ფაილები; პირდაპირ შეტყობინებაში ჩასმული სურათების ჩვენს კომპიუტერში გადმოსაწერად დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი სურათზე, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, გამოსულ მენიუში მოვძებნოთ ღილაკი Save image as, შევინახოთ სურათი როგორც, ვაწკაპუნებთ მასზე მარცხენა ღილაკით, გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ სამუშაო მაგიდას, ანუ სურათის მისამართს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Save. დაიწყება სურათის გადმოწერა, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებული არის სურათის ზომაზე. ჩავკეცოთ ბრაუზერის ფანჯარა და აღნიშნული სურათი იქნება ჩვენს სამუშაო მაგიდაზე. ანალოგიურად მოხდება სხვა ნებისმიერი ტექსტური, ვიდეოფაილების გადმოწერაც; Google Drive–ში მდებარე ფაილის გადმოსაწერად უნდა დავაწკაპუნოთ ამ ფაილის ბმულზე, გაიხსნება შემდეგი ჩანართი ბრაუზერში, შემდგომში ვაწკაპუნებთ ღილაკზე File და ღილაკზე Download ანუ ჩამოტვირთვა. დაიწყება ვიდეოს ჩამოტვირთვა, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება საქაღალდეში Downloads. გმადლობთ ყურადღებისათვის.