ელექტრონული ფოსტა Gmail
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
წინა ვიდეო გაკვეთილებში რამოდენიმეჯერ შევეხეთ იარლიყების თემას, ისინი მდებარეობენ ვებგვერდის მარცხენა მხარეს. რისთვის გამოიყენებიან ისინი – ისინი გამოიყენებიან შემოსული და გაგზავნილი შეტყობინებების დახარისხებისათვის, განაწილებისათვის, რათა მარტივად შევძლოთ მათი მოძებნა. განვიხილოთ მნიშვნელოვანი იარლიყები: იარლიყი Inbox - როგორც აღვნიშნეთ შეიცავს წერილებს, რომლებიც გამოგვიგზავნეს, ანუ შემოსულია ჩვენს ელფოსტაზე, იგი ფოსტის გახსნის დროს გამოტანილია ნაგულისხმევად; შემდეგი იარლიყი Starred - გვაჩვენებს ყველა წერილს, რომელიც მონიშნული გვქონდა ვარსკვლავით; Important - გვაჩვენებს წერილებს, რომლებიც მონიშნული გვქონდა როგორც მნიშვნელოვანი; Chats - გვაჩვენებს ყველა საუბარს, რომელიც გვქონდა სხვა ადრესატებთან. ფოსტის აღნიშნული ფუნქცია ამ ვიდეო გაკვეთილში არ განიხილება, თუმცა აღვნიშნავ, რომ იგი ფუნქციონალურად ძალიან ჰგავს სკაიპს; Sent Mail – შეიცავს ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილებს; Drafts – შეიცავს შავ მასალებს, ანუ როდესაც ვიწყებთ წერილის წერას იგი რამოდენიმე წამში შეინახება ამ საქაღალდეში როგორც დრაფტი, თუ წერილს ვაგზავნით იგი ავტომატურად იშლება, ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ მოვახერხეთ მისი გაგზავნა შეგვიძლია შევიდეთ იარლიყში, გავხსნათ წინა პერიოდში დაწყებული წერილი, დავასრულოთ და გავაგზავნოთ; Spam, სპამი – სარეკლამო წერილები და შეტყობინენები, რომლებიც მოდის ჩვენთან შეთანხმებს გარეშე, თუმცა აქ შეიძლება შემოვიდეს რომელიმე მნიშვნელოვანი წერილი რომელსაც ველოდებით, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ ხოლმე ეს იარლიყი; Trash – აქ არის განთავსებული წაშლილი წერილები, როგორც აღინიშნა წაშლილი წერილები ჩვენს ფოსტაში ინახება მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ამიტომ წაშლა არ არის მეთოდი ზედმეტი წერილების მოსაშორებლად. წაშალეთ წერილები რომლებიც ნამდვილად წასაშლელია, ხოლო წერილები, რომლებიც შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ - დააარქივეთ; ღილაკი More – გამოიტანს ყველა სხვა იარლიყს რომელიც სტანდარტულად დაფარულია და ასევე მნიშვნელოვანი ღილაკი All mail – აქ არის ყველა წერილი სორტირების გარეშე: შემოსული, წაშლილი, დაარქივებული გადაგზავნილი და საერთოდ ნებისმიერი წერილი, რომელიც ინახება ჩვენს ფოსტაში; კატეორიები - გამოაქვს წერილები რომლებიც მიეკუთვნებიან რომელიმე ჩანართს, კატეგორიას; Circles, წრეები - განეკუთვნება გუგლის სოციალური ქსელის Google+-ის ფუნქციას, აქ შენახულია ის წერილები, რომლებიც გამოგვიგზავნეს ადრესატებმა, რომლებიც გაერთიანებული გვყავს რომელიმე წრეში, ეს ფუნქცია ამ ვიდეო კურსში არ იქნება განხილული დაწვრილებით; Manage Labels - ამ ღილაკით შეგვიძლია ვმართოთ იარლიყები: ანუ გამოტანილ იქნას თუ არა იგი ფოსტაში მარცხენა მხარეს და გამოტანილ იქნას თუ არა იარლიყი გახსნილ შეტყობინებაში; დაბოლოს იარლიყის შექმნა, Create new label - შეგვიძლია შევქმნათ ჩვენთვის სასურველი იარლიყი და განვათავსოთ იგი მარცხენა პანელზე ან რომელიმე იარლიყში. მადლობთ ყურადღებისათვის.