ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
Gmail გვაძლევს საშუალებას სწრაფად განვახორციელოთ ფოსტაში არსებული ელექტრონული შეტყობინებების მოძებნა, ამისათვის ყველაზე მარტივი ვარიანტია ავკრიფოთ საძიებო ფრაზა ძებნის ველში. საძიებო ფრაზა შეიძლება იყოს ელფოსტის მისამართი და ასევე ნებისმიერი ტექსტი. ძებნის ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ მოხდება ფოსტაში არსებული ყველა წერილის სკანირება ჩვენს მიერ აკრეფილი ფრაზის შემცველობაზე და გამოტანილი იქნება ყველა წერილი, რომელშიც აღნიშნული ფრაზა მოიძებნა. განვიხილოთ გაფართოებული ძებნის პარამეტრები, ამისათვის ვაწკაპუნებთ ქვემოთ მიმართულ ისარზე, ჩამოსაშლელ მენიუში შეგვიძლა ავირჩიოთ ძებნა შესაბამისი იარლიყის მიხედვით. ძებნა სტანდარტულად ხორციელდება მთელ ფოსტაში თუმცა შეგვიძლია მივუთითოთ ძებნა მხოლოდ შემოსულებში. ველში From ეთითება ვისგან არის საძებნი წერილი შემოსული, ველში To ეთითება ვის გაეგზავნა საძებნი წერილი, ველში Subject – ეთითება საძებნი თემა, ველში Has The Words – შეგვიძლია მივუთითოთ ფრაზა, რომელიც მითითებული გვქონდა თვითონ წერილის ტექსტში, Doesn’t have – მოიძებნება ყველა წერილი რომელიც არ შეიცავს ამ ველში მითითებულ ფრაზას, Has attechment – თუ ჩავურთავთ, მოიძებნება მხოლოდ ის წერილები რომლებსაც აქვს მიბმული რაიმე ფაილი, Don’t include chats - ვუთითებთ რომ ძებნა არ განხორციელდეს ჩატებში ანუ საუბრებში, შეგვიძლია მივუთითოთ წერილის ზომა, რომელიც მეტია ან ნაკლებია ჩვენს მიერ მითითებულ ზომაზე მაგალითად კილობაიტებში, თარიღი – ავირჩიოთ დღეების რაოდენობა, ამ შემთხვევაში გამოტანილი იქნება ბოლო 3 დღის წერილები, აქ თუ ჩავწერთ თარიღს, სამი დღე გადაითვლება მითითებული თარიღიდან და მოთხოვნის ფორმირების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე ძებნა, როგორც ხედავთ ქვემოთ გამოტანილია ის წერილი, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს მიერ მითითებულ კრიტერიუმებს. აქვე გვხვდება კიდევ ერთი საშუალება - ფილტრის შექმნა არჩეული პარამეტრების მიხედვით. ფილტრები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ავტომატური წესები შემოსული შეტყობინებებისათვის, მაგალითად შემოვიდეს თუ არა კონკრეტული ადრესატისაგან მოწერილი წერილი შემოსულებში, მოინიშნოს თუ არა როგორც მნიშვნელოვანი და სხვა. ამ შესაძლებლობას დაწვრილებით განვიხილავთ შესაბამის ვიდეო გაკვეთლში.

ახალი დამატებული