ელექტრონული ფოსტა Gmail
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
00:02:29
00:05:51
00:04:08
ძირითადი შესაძლებლობები
00:02:43
00:04:38
00:04:03
00:04:10
00:04:57
00:02:57
პარამეტრები
00:01:21
00:02:43
00:02:58
ვიდეოკურსის დასაწყისში ფოსტის მომსახურების მისაღებად ჩვენ გვიარეთ რეგისტრაცია გუგლის ფოსტაში, შევქმენით ჩვენი სააღრიცხვო ბარათი, ანუ ექაუნთი. ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ მოქმედებები ჩვენს ექაუნთთან დაკავშირებით, ამისათვის უნდა დავაწკაპუნოთ ელექტრონული ფოსტის გამოსახულებაზე, აქ ფოსტის მისამართის მაგივრად შეიძლება იყოს სურათი, ამ შემთხვევაშიც ვაწკაპუნებთ მასზე. გამოსულ ფანჯარაში ვაწკაპუნებთ ღილაკზე Account, გამოიტანება ჩვენს მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები, რომლის რედაქტირებაც შესაძლებელია ღილაკით Edit. რედაქტირების შემდეგ მონაცემების შენახვისათვის უნდა დავაწკაპუნოთ ღილაკზე Done, თუ გვსურს გაუქმება ღილაკზე Cancel. Privacy – გვამცნობს ინფორმაცის გუგლის გამოყენებისა და კონფედენციალურობის პოლიტიკის შესახებ. Join Google+ გამოიყენება გუგლის სოციალურ ქსელში პროფილის შესაქმნელად, ამ შესაძლებლობას აქ არ განვიხილავთ, მაგრამ პროფილის შექმნის შემდეგ იცვლება ექაუნთის გამოსახულება და ფოსტის მაგივრად გამოდის სურათი, რომელიც შეგვიძლია შემდგომში დავარედაქტიროთ. ექაუნთის დამატება: თუ ვსარგებლობთ რამოდენიმე ელფოსტის მისამართით და ხშირად გვიწევს გადართვა ერთ ფოსტიდან მეორეზე, ეს შესაძლებლობა გვაძლევს საშუალებას დავამატოთ მეორე ფოსტის ექაუნთი წინამდებარე ფოსტაში, გაითვალისწინეთ - ამ დროს ექაუნთები არ ერთიანდება. ექაუნთის დასამატებლად ვაწკაპუნებთ ღილაკზე Add account, ვირჩევთ არსებულებიდან ან ვამატებთ სასურველს და სულ ეს არის, ექაუნთზე გადასართავად უბრალოდ დააწკაუნეთ მასზე, მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო ფოსტაში video.tpdc@gmail.com და ფოსტაში zaza.giorgadze@gmail.com. დაბოლოს გამოსვლის ღილაკი Sign out, იგი გამოიყენება ექაუნთიდან გამოსვლისას, რათა gmail.com მისამართზე შემდეგი შესვლისას არ მოხდეს ავტომატური შესვლა თქვენს ფოსტაში, მისი გამოყენება აუცილებელია უცხო კომპიუტერზე მუშაობისას. აქვე გაითვალისწინეთ მრავლობითი ექაუნთის გამოყენების დროს ერთ–ერთი ექაუნთიდან გამოსვლა ავტომატურად იწვევს ყველა ექაუნთიდან გამოსვლას. ამის გამო შემდეგი ჩატვირთვისას თუ გსურთ იმუშაოთ რამდენიმე ექაუნთთან საჭიროა თავიდან ჩაამატოს იგი Add Account ღილაკით.