ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ამ ვიდეო გაკვეთილიდან ვიწყებთ გუგლის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტის განხილვას როგორიცაა პარამეტრები, ეს ღილაკი მდებარეობს ინტერფეისის მარჯვენა მხარეს, მასზე დაწკაპუნებით გამოდის ფანჯარა, რომელშიც მითითებულია ფოსტის ინტერფეისთან, მართვასთან და დახმარებასთან დაკავშირებული ღილაკები. განვიხილოთ ინტერფეისის შეცვლის შესაძლებლობები: ბლოკი Display density განსაზღვრავს გუგლის ინტერფეისის გამოტანას სხვადასხვა ტიპის მონიტორებისათვის, თუ ვსარგებლობთ ფართოეკრანიანი მონიტორით შესაძლებელია ავირჩიოთ ინტერფეისის ტიპი Comfortable ან Cozy, თუ ვსარგებლობთ სენსორული ეგრეთ წოდებული Touchscreen მონიტორით ჩამონათვალში დაემატება მნიშვნელობა Touch-enabled და ამ შემთხვევაში ვირჩევთ მას. კომპაქტური მოწყობილობით სარგებლობისათვის უმჯობესია ავირჩიოთ Compact. აღნიშნული რეჟიმები სასურველი იქნება ვცადოთ ჩვენს სარგებლობაში არსებულ კომპიუტერებზე, რათა მივიღოთ სამუშაოდ უფრო მოხერხებული და კომფორტული გარემო. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული