ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ისინი გამოიყენებიან ფოსტის ინტერფეისის გასალამაზებლად, მოდით ვნახოთ. თემის შესაცვლელად შევდივართ პარამეტრებში, შემდგომ თემებში, სასურველი თემის ასარჩევად საკმარისია ერთხელ დავაწკაპუნოთ მასზე, როგორც ვხედავთ თემა შეიცვალა. გუგლი გვთავაზობს რამდენიმე კატეგორიის და ტიპის თემას: აქ მოცემულია ერთფეროვანი თემები, თემები მაღალი ხარისხით. სამომხმარებლო თემები გვაძლევს საშუალებას ჩვენ თვითონ შევქმნათ თემა ვაწკაპუნებთ ღილაკზე Select a background image, შეგვიძლია ავირჩიოთ სურათი შემოთავაზებული სურათებიდან, შეგვიძლია ავტვირთოთ ჩვენი სასურველი სურათი, აი როგორც ხედავთ დაყენდა ჩვენს მიერ არჩეული თემა და ქვემოთ მოცემულია კლასიკური თემებიც. ყურადღება მიაქციეთ თემის კუთხეში არსებულ შეფერადებას, თუ იგი არის თეთრი – შეტყობინებების ჩამონათვალის ფონი იქნება თეთრი, თუ შავია შესაბამისად იქნება შავი. ზოგიერთი თემის კუთხეში მოცემულია გარკვეული სიმბოლოები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ თემის გაფორმება დღის განმავლობაში იცვლის ფორმას ჩვენს რეგიონში ამინდის, დროს პერიოდის და კვირის დღის მიხედვით. იმისათვის რომ თემის გაფორმება შესაბამისი იყოს უნდა ავირჩიოთ ქალაქი. სტანდარტულ სტილზე დასაბრუნებლად ვირჩევთ თემას Light. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული