ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
იმისათვის, რომ მოვარგოთ ელექტრონული ფოსტა ჩვენს საჭიროებებს საჭიროა გავეცნოთ შესაძლებლობებს, რომლებიც მოცემულია პარამეტრების მენიუს პუნქტში Settings, პირველი ჩანართი General წარმოადგენს ფოსტის ძირითადი პარამეტრების ნაკრებს. ენის შეცვლა: ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ენას, რომელზეც შესაძლებელია გამოტანილ იქნას საიტი, სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით ქართული ენის არჩევის საშუალება არ გვაქვს - შეგვიძლია ავირჩიოთ რუსული ენა, მაგრამ გაითვალისწინეთ პარამეტრების ძალაში შესვლისათვის აუცილებელია დავაწკაპუნოთ ღილაკზე Save Changes, როგორც ხედავთ ინტერფეისი გამოტანილია რუსულად. ჩემი სურათი: ფუნქცია Select a picture შესაძლებლობას გვაძლევს ავირჩიოთ ჩვენი სურათი, რომელიც შემდგომში გამოტანილი იქნება ჩვენს ელფოსტასთან ერთად და ასევე გუგლის ყველა პროდუქტში, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Choose file, ვირჩევთ სასურველ სურათს, ვირჩევთ პოზიციას და ზომას და ვაწკაპუნებთ ღილაკზე Apply Changes, სურათი არჩეულია. ხელმოწერა: ამ ველში ჩაწერილი ტექსტი მიემატება თქვენს მიერ მიწერილი ყველა წერილის ბოლოს. აქ შეგვიძლია დავწეროთ ჩვენი ტიტული, ან უბრალოდ... ავტომოპასუხე: ავტომატურად უგზავნის პასუხს თქვენს ფოსტაზე შემოსული წერილის ადრესატს. ეს ფუნქცია შეგვიძლია გამოვიყენოთ მიღების დადასტურებისათვის, ან მაგალითად შვებულებაში ყოფნისას. ბოლოს არ გვავიწყდება ვაწკაპუნებთ ღილაკზე Save Changes

ახალი დამატებული