ელექტრონული ფოსტა Gmail

ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ძირითადი შესაძლებლობები
პარამეტრები
ფილტრები - იძლევა საშუალებას განვსაზღვროთ ავტომატური წესები შემოსული შეტყობინებებისათვის, ფილტრების მეშვეობით შესაძლებელია ავტომატურად მივანიჭოთ იარლიყები შემოსულ შეტყობინებებს, გადავაგზავნოთ არქივში, წავშალოთ, განვსაზღვროთ მათი გადამისამართება და სხვა. ფილტრის შესაქმნელად შევდივართ პარამეტრებში, შემდგომ ვაწკაპუნებთ ღილაკზე Settings და გადავდივართ ჩანართზე Filters. ვაწკაპუნებთ ღილაკზე Create a new filter – ახალი ფილტრის შექმნა, თუმცა იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ძებნის ველში ამ ისარზე დაწკაპუნებითაც. ჩამონათვალში ვირჩევთ კრიტერიუმებს – ანუ მახასიათებლებს შემოსული წერილებისათვის, რომლებიც გაივლიან ფილტრაციას. მაგალითად შევიტანოთ გამომგზავნის ელფოსტის მისამართი და გადავიდეთ ფილტრის შექმნაზე. გამოსული ჩამონათვალიდან ავირჩევთ მოქმედებას, რომელის განხორციელდება ჩვენს მიერ მითითებული ელფოსტიდან შემოსული წერილებისათვის: მაგალითად ამ ფუნქციის ჩართვის შემთხვევაში გადაიგზავნება შემოსული წერილი ავტომატურად არქივში, შემოსვლისთანავე მონიშნული იქნება, როგორც წაკითხული, წაიშლება ავტომატურად და ასე შემდეგ. ბოლოს ვაწკაპუნებთ ღილაკზე ფილტრის შექმნა. ჩვენს მიერ შექმნილი ფილტრაციის წესები დაემატა ჩამონათვალში, ამის შემდეგ ნებისმიერი წერილი, რომელიც შემოვა zaza.giorgadze@gmail.com-დან ავტომატურად დაემორჩილება ჩვენს მიერ არჩეულ წესებს. კერძოდ, გადაიგზავნება ავტომატურად არქივში, მონიშნული იქნება როგორც წაკითხული და იქნება წაშლილი, ანუ მისი მოძებნა შეგვეძლება იარლიყში Trash. შესაძლებლობა გვაქვს დავამატოთ კიდევ სხვა ფილტრი სხვა ადრესატისათვის, დავარედაქტიროთ უკვე შექმნილი ან უბრალოდ წავშალოთ. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული