ვებ აპლიკაცია Stupeflix-ი

Stupflix - ეს არის ვებ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივად, რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია შევქმანთ შესანიშნავი ვიდეო.
როგორც წინა ვიდეო გაკვეთილებიდან ვნახეთ, Stupeflix -ში ვიდეო ფაილების შექმნისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორ სურათები ასევე ვიდეო ფაილებიც, ასევე შეგვიძლია დავამატოთ მუსიკა, სწორედ მუსიკის დამატების დროს გასათვალისწინებელია გარკვეული გარემოებები: ე.ი თუ ერთ ვიდეოში 2 მუსიკაა, ერთი ადევს ფონად სურათებს და მეორე ჩასმულ ვიდეოს, როგოც კი კადრი ჩასმულ ვიდეოს მიუახლოვდება, არჩეული მუსიკა წყდება და მას ჩაანაცვლებს ჩასმული ვიდეოს მუსიკის ფონი, ჩასმული ვიდეოს დასრულების შემდეგ კი კვლავ გრძელდება თქვენს მიერ არჩეული მუსიკა. თუ გვინდა, რომ ჩვენს მიერ არჩული მუსიკა არ შეწყდეს და ჩასმულ ვიდეოსაც გაყვეს ფონად მაშინ ავირჩიოთ ჩასმული ვიდეოს სამკუთხედიდან Video Options და გავუკეთოთ მონიშვნა Reverse video-ს, როგორც ხედავთ ვიდეო ფაილს ბოლომდე მიყვება ჩვენს მიერ არჩეული მუსიკა. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული