ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
ბლოგის შექმნა განვიხილოთ Google Blogger ის მაგალითზე, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული სერვისია. Google Blogger - ზე ბლოგის შესაქმნელად Google ანგარიში გამოიყენება. ახალი ბლოგის გასახსნელად გავხსნათ ბრაუზერი Google Chrome და სამისამართო სტრიქონში შევიტანოთ www.blogger.com ან www.blogspot.com გახსნილ გვერდზე ველში E-mail შეიტანეთ თქვენი Gmail - ელექტრონული ფოსტის მისამართი. ველში Password ჩაწერეთ თქვენილ Gmail ელექტრონული ფოსტის პაროლი და შედით სისტემაში Sign in ღილაკის გამოყენებით. გახსნილ გვერდზე გამოჩნდება ჩემს მიერ უკვე შექმნილი ბლოგების ჩამონათვალი. ახალი ბლოგის შექმნა შესაძლებელია ღილაკით New Blog. გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა შევავსოთ რამდენიმე ველი. Title -სათაურის ველში ჩაწერეთ თქვენი ბლოგის დასახელება. მაგალითად „ჩემი ბლოგი“. Address ველში ჩაწერეთ თქვენი ბლოგისთვის სასურველი მისამართი. მაგალითად, chemipiradiblogi. მისამართისათვის გამოიყენეთ ლათინური ასოები. თუ გამოჩნდა წარწერა This blog address is available ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ მითითებული მისამართი უნიკალურია და შეგიძლიათ მისი გამოყენება. Template ველში შეარჩიეთ ბლოგის სასურველი დიზაინი. დააწკაპუნეთ ბლოგის შექმნის ღილაკს Create blog. გილოცავთ, თქვენ წარმატებით შექმენით თქვენი პირველი ბლოგი სახელწოდებით „ჩემი ბლოგი“. შექმნილი ბლოგის სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკს View blog.

ახალი დამატებული