ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
ბლოგზე შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ინფორმაციული ელემენტი - გაჯეტი, მაგალითდ: სურათი, ვიდეო, პრეზენტაციის სლაიდები, ამინდის პროგნოზი, საათი, Google-რუკა, ინტერაქტიული გამოკითხვა და ა.შ. გაჯეტები ბლოგზე ყოველთვის ჩანს მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოსტს გავხსნით. გაჯეტის დამატება შეგვიძლია ბლოგის სხვადასხვა ნაწილში, ამისათვის მარჯვენა ზედა კუთხეში ავირჩოთ ბრძანება Design და გახსნილ გვერდზე ბლოგის მართვის მენიუდან ავირჩიოთ Layout ბრძანება. ეკრანზე გამოჩნდება ჩვენი ბლოგის მაკეტი. Edit ღილაკით შეგვიძლია სასურველი ობიექტის რედაქტირება. მაგალითად, სათაურის „ჩემი ბლოგი“ რედაქტირებისთვის ავირჩოთ შესაბამისი Edit ღილაკი და დიალოგურ ფანჯარაში შევიტანოთ მონაცემები. Blog Title ველში შევიტანოთ სათაური მაგალითად, „ინტელი პროექტებით სწავლება“. ველში Blog Description შეგვიძლია აღწეროთ თქვენი ბლოგი. ცვლილებების დამახსოვრება აუცილებელია Save ღილაკზე მაუსის დაწკაპუნებით. ბლოგის ძველი სათური „ჩემი ბლოგი“ წარმატებით შეიცვალა ახალი სახელწოდებით „ინტელი - პროექტებით სწავლება“. მოდით ეხლა შევცვალოთ გაჯეტის ანუ ინფორმაციული ობიექტის სათაური, მაგალითად გაჯეტს About me. Edit ღილაკით გამოსულ დიალოგუ ფანჯარაში About me-ს ნაცვლად ჩავწეროთ ჩემ შესახებ და Save ღილაკით დავაფიქსიროთ. გაჯეტის სახელწოდება შეიცვალა.

ახალი დამატებული