ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
გაჯეტის დამატება შესაძლებელია ღილაკით Add a Gadget. ბლოგის მაკეტზე ინფორმაციული ობიექტების დამატება სხვადასხვა ადგილზეა შესაძლებელი. მოდით, დავამატოთ ინფორმაციული ობიექტი სურათი ბლოგის მარჯვენა პანელზე. ამისათვის ავირჩიოთ ღილაკი Add a Gadget. გამოსულ ჩამონათვალში აირჩიეთ ელემენტი, რომლის დამატებაც გვინდა. მაგალითად, სურათი - Image. Configure Image დიალოგურ ფანჯარაში Choose File ღილაკით ავირჩოთ სურათი ჩვენი კომპიუტერიდან. Title ველში შევიტანოთ სათაური, რომელიც აუცილებელია. Caption - შეგვიძლია შევიტანოთ სურათის აღწერა. გაითვალისწინეთ, სურათის ზომის ავტომატურად რეგულირებისათვის ჩავრთოთ ღილაკი Shrink to fit და დავაჭიროთ ღილაკს Save. ინფორმაციული ელემენტი სურათი სახელით პროექტებით სწავლება დაემატა. გაჯეტი საშუალებას გვაძლევს გადავაადგილოთ სასურველ ადგილზე. გაჯეტი „ჩემ შესახებ“ მოდით გადმოვიტანოთ პირველ ადგილზე. ამისათვის ჩავავლოთ მაუსი გაჯეტს „ჩემ შესახებ“ და მაუსიდან ხელის აუღებლად ავიტანოთ ზევით. ბლოგზე ცვლილებების დაფიქსირება შესაძლებელია Save to arrangement ღილაკით. მოდით დავათვალიეროთ ბლოგი View blog ღილაკით.

ახალი დამატებული