ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
Google ბრაუზერში შევიტანოთ ბლოგის დასახელება chemipiradiblogi.blogspot.com. შევიდეთ ბლოგზე Google მომხმარებლის სახელითა და პაროლით Sign in ღილაკის გამოყენებით. გამოსულ გვერდზე ავირჩოთ ჩემი ბლოგის პარამეტრების მენიუში ბრძანება Template. ბლოგის მართვის Template მენიუდან ავირჩოთ ღილაკი Customize. Blogger Template Designer მენიუ საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ბლოგის შაბლონი და ფონი. ბლოგის შაბლონი შევცვალოთ Template მენიუდან. ბლოგის ფონის შეცვლა შეგვიძლია მენიუდან Background. ჩამოვთვალოთ Background image ღილაკი, შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფონი. თუ გსურთ თქვენი პირადი ფონი დააყენოთ ბლოგზე, გამოიყენეთ ღილაკი Upload Image. სასურველი ფონის შერჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Done. ყველა ცვლილების დამახსოვრება აუცილებელია Apply to blog ღილაკით. View blog ღილაკით დავათვალიეროთ ჩვენი ბლოგი.

ახალი დამატებული