ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
პრეზენტაციის ბლოგზე გამოსაქვეყნებლად საჭიროა პრეზენტაცია წინასწარ ავტვირთოთ Google Drive სივრცეში, გამოვაქვეყნოთ და გამოქვეყნებული პრეზენტაცია Embed კოდის გამოყენებით გადავიტანოთ ბლოგზე. ამისათვის საჭიროა შევიდეთ ჩვენს პირად Gmail ელექტრონულ ფოსტაზე და რესურსების ჩანრთიდან ავირჩოთ Drive. ფაილის ასატვირთად ავირჩიოთ ღილაკი Upload – Files და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნოთ ჩვენს მიერ ასატვირთი პრეზენტაცია მაგალითად, საავტორო უფლებები. მოვნიშნოთ და დავაწკაპუნოთ ღილაკს Open. ატვირთვის პროცესის დასრულებისთანავე ჩვენს მიერ ატვირთული პრეზენტაცია „საავტორო უფლებები“ გამოჩნდება My drive საქაღალდეში. გავხნათ პრეზენტცია „საავტორო უფლებები“ მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოსულ კონტექსტურ ფანჯარაში ავირჩიოთ ბრძანება Open with და ქვენრძანება Google Slides. პრეზენტაცია „საავტორო უფლებები“ გაიხსნება Google საპრეზენტაციო პროგრამაში. პრეზენტაციის გამოსაქვეყნებლად ავირჩოთ მენიუდან File ბრძანება Publish to the web და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში დავიწყოთ გამოქვეყნება Start publishing ღილაკით. პროცესის დაწყება დავადასტუროთ ღილაკით Ok. გაიხსნება Publish to the web დიალოგური ფანჯარა, სადაც თქვენ შეგიძიათ ნახოთ გამოქვეყნებული პრზენტაციის ბმული და Embed კოდი. პრეზენტაციის ბლოგზე გამოსაქვეყნებლად ავირჩიოთ პრეზენტაციის ზომა Small, მოვნიშნოთ Embed კოდი და კონტექსტური მენიუდან ავირჩოთ ბრძანება Copy. ამ ეტაპზე ჩვენ მოვახდინეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება, რომლის Embed კოდი უნდა გადავიტანოთ ბლოგზე. გადავიდეთ ბლოგის ჩანართზე და ავირჩიოთ ახალი პოსტი New post ბრძანებით. Embed კოდის ჩასასმელად გავააქტიროთ HTML რეჟიმი და ბრძანება Paste გამოყენებით ჩავსვათ უკვე გამოქვეყნებული პრეზენტაციის დაკოპირებული Embed code. გადავიდეთ Compose რეჟიმში, სადაც ვიზუალურად დაინახავთ ჩასმულ პრეზენტაციას. პრეზენტაციის გამოქვეყნების დასასრულებლად დავაჭიროთ ღილაკს Publish და ღილაკით View blog დავათვალიეროთ ჩვენს მიერ შექმნილი პირადი ბლოგი. თქვენი პრეზენტაცია გამოქვეყნებულია პოსტის სახით ბლოგზე. მოდით დავასათაუროთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული პრეზენტაციის პოსტი ღილაკით Edit post. სათაურის ველში Post შევიტანოთ პრეზენტაციის სათაური „საავტორო უფლებების ქაოსი“ ღილაკით დავაფიქსიროთ ცვლილება. View blog ღილაკით კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ ჩვენი ბლოგი. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გამოაქვეყნეთ პრეზენტაცია „საავტორო უფლებების ქაოსი“.

ახალი დამატებული