ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
ინფორმაციის ორგანიზებულად განთავსება ბლოგზე შესაძლებელია გვერდების ანუ pages დამატებით. გავხსნათ ჩვენი პირადი ბლოგი და ავირჩიოთ ბრძანება Design. ბლოგის მართვის მენიუდან Pages ღილაკით დავამატოთ და შევქმნათ რადენიმე ახალი გვერდი. მაგალითად: რესურსები, პროექტების გეგმა და კონტაქტი. ავირჩიოთ ბრძანება New page და სათაურის ველში შევიტანოთ გვერდის სახელწოდება „რესურსები“. Publish ღილაკით გამოვაქვეყნოთ შექმნილი გვერდი. გვერდი რესურსები შეიქმნა. ანალოგიურად შევქმნათ გვერდი პროექტების გეგმა და კონტაქტები. Pages გვერდის ჩამონათვალში გამოჩნდება ჩვენს მიერ შექმნილი სამი გვერდი კონტაქტები, პროექტების გეგმა და რესურსები, რომლებზეც ინფორმაციის დამატება და განახლება შესაძლებელია ღილაკით Edit. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ შექმნილი გევრდები გამოჩნდეს ბლოგზე, საჭიროა დავამატოთ ბლოგს Page საინფორმაციო ობიექტი ანუ გაჯეტი. ბლოგის მართვის მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება Layout . დავაწკაპუნოთ Add a gadget ღილაკს, რომელიც მოთავსებულია ბლოგის სათაურის ქვემოთ. Add a gadget დიალოგურ ფანჯარაში ავირჩოთ Page გაჯეტი. მოვნიშნოთ ის გევრდები, რომლებიც გვინდა რომ გამოჩნდეს ჩვენს ბლოგზე. შესაძლებელია გადავაადგილოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდები და ღილაკით Save დავაფიქსიროთ ცვლილება. გაჯეტი Pages დაემატა ჩვენს ბლოგს. ღილაკით Save Arrangement შესაძლებელია შევინახოთ ცვლილებები ბლოგზე და View blog ღილაკით დავათვალიეროთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგი chemipiradiblogi.blogspot.com, რომელზეც თქვენ დაამატეთ გევრდები Home, პროექტების გეგმა, რესურსები და კონტაქტები. მოდით, Home გვერდს გადავარქვათ სახელი. ღილაკი Edit და გამოსულ ფანჯარაში Home შევცვალოთ სიტყვით „მთავარი“ და ცლილება დავაფიქსიროთ Save ღილაკის გამოყენებით. გვერდის დასახელება Home შეიცვალა.

ახალი დამატებული